ნეტარყუჩობა ან ორგაზმი, სექსუალური კლიმაქსი (ძვ. ბერძნ. ὀργασμός; ὀργάω — სითხეთი ვიწვი ვნებისაგან) — სქესობრივი აქტის კულმინაციური ფაზა, უკიდურესი აგზნება, რასაც მოყვება ნერვული დაცლა. ის შეიძლება გამოცდილი იყოს როგორც მამაკაცის, ასევე, ქალის მიერ. გამოიხატება მამაკაცის მიერ თესლის ეაკულაციაში. განასხვავებენ ქალის შემდეგი სახის ორგაზმებს: კლიტორულს, ვაგინალურს და შერეულს (კლიტორულ-ვაგინალურს).[1] ორგაზმი გამოხატულია ინტენსიური ფიზიკური სიამოვნების[2][3] შედეგად, ის კონტროლდება უნებლიეთ ან განზრახ ნერვული სისტემის მიერ. მას თან ახლავს მცირე მენჯის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ძირითადი სექსუალური ორგანოების გარშემ���ა. ხშირად ორგაზმი ასოცირებულია სხვა უნებლიე მოქმედებებთან, მათ შორის სხეულის სხვა ადგილებში კუნთების სპაზმებთან, ზოგად ეიფორიულ შეგრძნებებთან და ასევე, ხშირად ხმასთან, ხმის ჟღერადობასთან — ე. წ. ვოკალიზაციასთან.

ორგაზმის მიღწევა

რედაქტირება

ორგაზმის მიღწევა მრავალი სხვადასხვა აქტივობითაა შესაძლებელი, მათ შორის ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით, არაპენეტრაციული სექსით ან მასტურბაციით, ასევე სექს-სათამაშოს, მაგალითად, ვიბრატორის ან ეროტიკული ელექტროსტიმულაციის, დახმარებით. ძუძუსთავების ან სხვა ეროგენული ზონების სტიმულაციით ორგაზმის მიღწევა უფრო იშვიათია.[4] შესაძლებელია ასევე მრავალჯერადი ორგაზმების მიღწევა, განსაკუთრებით ქალებში, თუმცა ეს მოვლენაც საკმაოდ იშვიათია.[5] მრავალჯერადი ორგაზმები არის ორგაზმები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე მონაკვეთში დგება.[5]

ფიზიკურ სტიმულაციასთან ერთად ორგაზმის მიღწევა ასევე შესაძლებელია მხოლოდ ფსიქოლოგიური აღგზნებითაც, მაგალითად, სიზმარში (ე.წ. „სველი სიზმარი“ კაცებსა და ქალებში)[6].

კაცებში ორგაზმის მიღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა პენისის ფიზიკური სექსუალური სტიმულაცია. ამას, ჩვეულებრივ, მოსდევს ეაკულაცია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება კაცმა ორგაზმს ეაკულაციის გარეშეც მიაღწიოს (ე.წ. „მშრალი ორგაზმი“).[5] გარდატეხის ასაკს მიუღწეველ ბიჭებს მშრალი ორგაზმები აქვთ.[7] კაცებს ორგაზმის მიღწევა ასევე შეუძლიათ პროსტატის სტიმულაციით.[8]

ქალებში ორგაზმის მიღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა კლიტორის პირდაპირი სექსუალური სტიმულაცია (მაგალითად, განგრძობითი მასტურბაცია, თითაობა, ორალური ან სხვა ფორმის შეხებითი სტიმულაცია კლიტორის გარე ნაწილზე). ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქალების 70-80%-ს ორგაზმის მისაღწევად სჭირდება პირდაპირი კლიტორული სტიმულაცია,[9] თუმცა ზოგჯერ არაპირდაპირი კლიტორული სტიმულაციაც (მაგალითად, ვაგინალური პენეტრაციისას) საკმარისია.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ორგაზმი — სამედიცინო ტერმი��ოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი
  2. Orgasm. Health.discovery.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
  3. What Every Woman Needs to Know About Sexual Satisfaction – Marriage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-23. ციტირების თარიღი: 2010-09-23.
  4. Boston Women's Health Book Collective (1996). The New Our Bodies, Ourselves: A Book by and for Women. Simon & Schuster, გვ. 575. ISBN 978-0684823522. „A few women can even experience orgasm from breast stimulation alone.“ 
  5. 5.0 5.1 5.2 (2010) Our Sexuality. Cengage Learning, გვ. 175–176. ISBN 978-0495812944. 
  6. Komisaruk BR, Whipple B (2005). „Functional MRI of the brain during orgasm in women“. Annual Review of Sex Research. 16: 62–86. CiteSeerX 10.1.1.177.782. PMID 16913288.
  7. (2012) Sexuality Now: Embracing Diversity. Cengage Learning, გვ. 147. ISBN 978-1111835811. 
  8. Wibowo, Erik; Wassersug, Richard J. (2016). „Multiple Orgasms in Men—What We Know So Far“. Sexual Medicine Reviews. 4 (2): 136–148. doi:10.1016/j.sxmr.2015.12.004. ISSN 2050-0521. PMID 27872023. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2017.
  9. Kammerer-Doak, Dorothy; Rogers, Rebecca G. (June 2008). „Female Sexual Function and Dysfunction“. Obstetrics and Gynecology Clinics of North America. 35 (2): 169–183. doi:10.1016/j.ogc.2008.03.006. PMID 18486835. ციტატა: „Most women report the inability to achieve orgasm with vaginal intercourse and require direct clitoral stimulation ... About 20% have coital climaxes...“
  10. Elisabeth Anne Lloyd (2005). The Case of the Female Orgasm: Bias In the Science of Evolution. Harvard University Press, გვ. 53. ISBN 978-0-674-01706-1.