ნიდერლანდების რევოლუცია
ნიდერლანდების რევოლუცია | |||
---|---|---|---|
ლეიდენის ალყა (1573) | |||
თარიღი | 1568 - 1648 | ||
მდებარეობა | ესპანეთი, ნიდერლანდები, ლა-მანშის სრუტე. | ||
შედეგი | ნიდერლანდების და ინგლისის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
შეიქმნა ჰოლანდიის რესპუბლიკა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ნიდერლანდების რევოლუცია ვიკისაწყობში |
ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუცია (ნიდერლ. Tachtigjarige Oorlog — «ოთხმოცწლიანი ომი») — ომი ნიდერლანდების მიწებსა და ესპანეთის მეფეს შორის, რომელიც 1568-1648 წლებში მიმდინარეობდა. რევოლუციის შედეგად საღვთო რომის იმპერიამ შვიდი გაერთიანებული პროვინციის დამოუკიდებლობა ცნო. ოლქებმა, რომლებსაც დღეს ბელგია და ლუქსემბურგი ეწოდება (იმ ჩვიდმეტთაგანი, რომლებიც ჰაბსბურგების განკარგვაში დარჩა), სამხრეთ ნიდერლანდების სახელი მიიღეს. შეიქმნა ჰოლანდიის რესპუბლიკა.
ომის წინა პირობები
რედაქტირებაფილიპე II
რედაქტირება1555 წელს აუგსბურგის ზავის შემდეგ კარლ V-ის ვაჟმა ფილიპე II-მ მიიღ�� ნიდერლანდები, ესპანეთი თავისი კოლონიებით და ნეაპოლიტანია (სამხრეთ იტალია). მას სურდა გამხდარიყო ევროპის უძლიერესი მეფე, ამიტომ უაღრესად გაურთულდა ურთიერთობა ინგლისთან, საფრანგეთთან და ოსმალეთთან. საფრანგეთთან და ოსმალეთთან გამართული ომები, ცალკეულ გამარჯვებათა მიუხედავად, უშედეგოდ დამთავრდა. ინგლისთან დაპირისპირებამ კი ესპანეთი კატასტროფის პირამდე მიიყვანა.
ფილიპე II იყო კათოლიკობისა და აბსოლუტიზმის (თვითმპყრობელობის) თავგამოდებული დამცველი. ამის გამო მას უდიდესი სირთულეები შეექმნა საშინაო პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა ნიდერლანდებთან ურთიერთობაში.
წყაროები
რედაქტირება- Gelderen, M. van (2002), The Political Thought of the Dutch Revolt 1555–1590, Cambridge University Press, ISBN 0-521-89163-9
- Glete, J. (2002),War and the State in Early Modern Europe. Spain, the Dutch Republic and Sweden as Fiscal-Military States, 1500–1660, Routledge, ISBN 0-415-22645-7
- Jonathan Israel (1989), Dutch Primacy in World Trade, 1585–1740, Clarendon Press, ISBN 0-19-821139-2
- Israel, Jonathan (1990), Empires and Entrepôts: The Dutch, the Spanish Monarchy, and the Jews, 1585–1713, Continuum International Publishing Group, ISBN 1-85285-022-1
- Israel, Jonathan (1995), The Dutch Republic: Its Rise, Greatness, and Fall 1477–1806, Clarendon Press, Oxford, ISBN 0-19-873072-1
- Koenigsberger, H.G. (2001), Monarchies, States Generals and Parliaments: The Netherlands in the Fifteenth and Sixteenth Centuries, Cambridge University Press, ISBN 928-0-521-04437-0
- Parker, G. (2004) The Army of Flanders and the Spanish Road 1567–1659. Second edition. Cambridge University Press, ISBN 978-0-521-54392-7 paperback
- Tracy, J.D. (2008), The Founding of the Dutch Republic: War, Finance, and Politics in Holland 1572–1588, Oxford University Press, ISBN 978-0-19-920911-8
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Clodfelter, M Warfare and Armed Conflicts: A Statistical Encyclopedia of Casualty and Other Figures, 1492–2015, 4th ed, გვ. 17.