მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006: ფინალი
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006: ფინალი — მუნდიალი 2006-ის დასკვნითი მატჩი. ფრანგი ზინედინ ზიდანი, რომელიც 8 წლით ადრე გამართული ფინალის გმირი იყო და საკუთარ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა, გაძევებული იქნა მოედნიდან. ეს ზიდანის უკანასკნელი მატჩი იყო. მან მოწინააღმდეგე გუნდის მცველ მარკო მატერაცის სიტყვიერ პროვოკაციას მკერდში თავის ჩარტყმით უპასუხა.
ტურნირი | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
იტალიამ მოიგო პენალტების სერიით 5-3 | |||||||
თარიღი | 9 ივლისი 2006 | ||||||
არენა | ოლიმპიური სტადიონი, ბერლინი | ||||||
საუკეთესო ფეხბურთელი | ანდრეა პირლო | ||||||
მსაჯი | ჰორაციო ელისონდო (არგენტინა) | ||||||
დასწრება | 69 000 | ||||||
← 2002 2010 → |
გზა ფინალამდე
რედაქტირებაიტალია | რაუნდი | საფრანგეთი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ოპოენტნი | შედეგი | ჯგუფური ეტაპი | ოპონენტი | შედეგი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განა | 2–0 | 1-ლი ტური | შვეიცარია | 0–0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აშშ | 1–1 | მე-2 ტური | სამხრეთი კორეა | 1–1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩეხეთი | 2–0 | მე-3 ტური | ტოგო | 2–0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ცხრილი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ოპონენტი | შედეგი | პლეი-ოფის ეტაპი | ოპონენტი | შედეგი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავსტრალია | 1–0 | მერვედფინალი | ესპანეთი | 3–1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკრაინა | 3–0 | მეოთხედფინალი | ბრაზილია | 1–0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გერმანია | 2–0 (დ.დ.) | ნახევარფინალი | პორტუგალია | 1–0 |
მატჩის მიმოხილვა
რედაქტირებაგუნდებმა პირველ 20 წუთში გაცვალეს გოლები. მე-7 წუთზე იტალიის კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ზიდანმა გაიტანა.[1] ანგარიში ანდრეა პირლოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით მატერაციმ გაათანაბრა. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. 35-ე წუთზე ლუკა ტონიმ ხარიხას მოარტყა ბურთი, ხოლო 53-ე წუთზე ფლორან მალუდა საჯარიმოში ჯანლუკა ძამბროტამ წააქცია და პენალტი უნდა დანიშნულიყო. დამატებით დროში ჯანლუიჯი ბუფონმა ზიდანის თავური დარტყმის შემდეგ იხსნა საკუთარი კარი გოლისგან.
ზიდანის გაძევება
რედაქტირებადამატებითი დროის მეორე ტაიმში მატერაციმ ზიდანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ზიდანმა მას თავი ჩაარტყა მკერდში. თამაში შეჩერდა. მსაჯ ჰორაციო ელისონდოს არ დაუნახავს ეპიზოდი, მას ამის შესახებ ინფორმაცია მეოთხე მსაჯმა, ლუის მედინა კანტალეხომ, მიაწოდა.[2] მსაჯმა ზიდანს 110-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა[3]
პენალტების სერ���ა
რედაქტირებაპენალტების სერიაში გოლი გაიტანა ყველა ფეხბურთელმა, გარდა დავიდ ტრეზეგესი, რომელსაც იტალიის წინააღმდეგ ევრო 2000-ის ფინალში ოქროს გოლი ჰქონდა გატანილი. ტრეზეგემ ბურთი ხარიხას მოარტყა. იტალიამ მოიგო 5-3.
შედეგები
რედაქტირებაეს იყო პირველი ფინალი 1978 წლის შემდეგ, რომელშიც არ მონაწილეობდნენ გერმანიის ან ბრაზილიის ნაკრებები. ეს იყო ასევე მეორე ფინალი 1994 წლის შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა. ამ ტიტულის მოპოვებით, იტალიამ გაასწრო გერმანიის ნაკრებს და ერთით მიუახლოვდა ბრაზილიას.
მატჩი
რედაქტირებადეტალები
რედაქტირება9 ივლისი 2006 20:00 |
იტალია | 1–1 (დ.დ.) |
საფრანგეთი | ოლიმპიური სტადიონი, ბერლინი მაყურებელი: 69 000< მსაჯი: ჰორაციო ელისონდო (არგენტინა) |
---|---|---|---|---|
მატერაცი 19' | ანგარიში | ზიდანი 7' (პენ.) | ||
პენალტები | ||||
პირლო მატერაცი დე როსი დელ პიერო გროსო |
5–3 | ვილტორი ტრეზეგე აბიდალი სანიოლი |
|
|
საუკეთესო მოთამაშე:
თანამსაჯები:
|
სტატისტიკა
რედაქტირებაიტალია | საფრანგეთი | |
---|---|---|
გოლი | 1 | 1 |
დარტყმა | 5 | 13 |
დარტყმა კარში | 3 | 6 |
ბურთის ფლობა | 55% | 45% |
კუთხური | 5 | 7 |
ჯარიმა | 17 | 24 |
თამაშგარე | 4 | 2 |
ყვითელი ბარათი | 1 | 3 |
წითელი ბარათი | 0 | 1 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Stevenson, Jonathan (9 July 2006). „Italy 1–1 France (aet)“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 9 April 2010.
- ↑ „Fourth Official: I saw Zidane's Headbutt“. ESPNsoccernet. 11 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2006. ციტირების თარიღი: 11 July 2006.
- ↑ Williams, Richard (10 July 2006). „Zidane exits the stage with a walk of shame“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2006. ციტირების თარიღი: 10 July 2006.