მარიბორი
სლოვენიის ქალაქი
მარიბორი (სლოვენ. Maribor; გერმ. Marburg) — სიდიდით მეორე ქალაქი სლოვენიაში, მდინარე დრავის ნაპირზე. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მარიბორის მუნიციპალიტეტში. ქალაქი წარმოადგენს ქვემო შტირიის ისტორიული ოლქის ცენტრს. სარკინიგზო და საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი კვანძია.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
მარიბორი სლოვენ. Maribor | |
ქვეყანა | სლოვენია |
კოორდინატები | 46°33′00″ ჩ. გ. 15°38′00″ ა. გ. / 46.55000° ჩ. გ. 15.63333° ა. გ. |
მმართველი | Andrej Fištravec |
პირველი ხსენება | 1164 |
ფართობი | 41 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 273 მეტრი |
მოსახლეობა | 96 211 (1 იანვარი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 02 |
საფოსტო ინდექსი | 2000 |
საავტომობილო კოდი | MB |
ოფიციალური საიტი | https://maribor.si/ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 441.