მარია ანტონია სიცილი���ლი

მარია ანტონია სიცილიელი (იტალ. Maria Antonia di Due Sicilie; დ. 19 დეკემბერი, 1814, პალერმო, ორი სიცილიის სამეფო — გ. 7 ნოემბერი, 1898, გმუნდენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — ბურბონთა დინასტიის სიცილიური შტოს წარმომადგენელი. ორის სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის ქალიშვილი. ტოსკანის უკანასკნელი დიდი ჰერცოგინია 1833-1859 წლებში როგორც დიდ ჰერცოგ ლეოპოლდო II-ის მეორე მეუღლე.

მარია ანტონია სიცილიელი
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 ივნისი, 1833
მმართ. დასასრული: 21 ივლისი, 1859
წინამორბედი: მარია ანა საქსონიელი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 დეკემბერი, 1814
დაბ. ადგილი: პალერმო, იტალია
გარდ. თარიღი: 7 ნოემბერი, 1898, (83 წლის)
გარდ. ადგილი: გმუნდენი, ავსტრია
მეუღლე: ლეოპოლდო II, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
შვილები: ათი შვილი
სრული სახელი: მარია ანტონია ჯუზეპა ანა
დინასტია: ბურბონები
მამა: ფრანჩესკო I, ორი სიცილიის მეფე
დედა: მარია ისაბელ ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია ანტონია დაიბადა 1814 წლის 19 დეკემბერს პალერმოში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის შუათანა ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II, ესპანეთის დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი და ასევე ბრაზილიის იმპერატრიცა ტერეზა კრისტინა სიცილიელი.

მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I და დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი, ხოლო დედის მხრიდან ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი. მას სახელი ბებიამისის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის დის, საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის (მარია ანტონია ამის იტალიური ვერსიაა) პატივსაცემად დაარქვეს.

მარია ანტონია ბავშვობიდანვე ძალიან ახლოს იყო თავის ძმასთან, მომავალ მეფე ფერდინანდ II-თან.

1833 წლის 7 ივნისს, 18 წლის მარია ანტონია ცოლად შერთეს ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდო II-ს, რომელიც თავის ახალ მეუღლეზე 17 წლით უფროსი იყო. აღსანიშნავია, რომ ჰერცოგისათვის ეს რიგით მეორე ქორწინება იყო, რადგან მისი პირველი მეუღლე, პრინცესა მარია ანა საქსონიელი 1832 წელს გარდაიცვალა.

მარია ანტონიასა და ლეოპოლდოს ხანგრძლივ ქორწინებაში სულ ათი შვილი გაუჩნდათ, რომელთაგან მხოლოდ ექვსმა მიაღწია ზრდასრულობამდე.

1859 წლის აპრილში, ანტიავსტრიული ფრანგულ-პიემონტური ომის დაწყებამდე, დიდმა ჰერცოგმა ლეოპოლდო II-მ ოფიციალურად გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და მთავრობა დაშალა. ხალხს მისი ეს ნაბიჯი არ მოეწონა, რასაც მათი მხრიდან ლეოპოლდოს შეურაცხყოფა მოჰყვა. 27 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, პიტის სამეფო სასახლეს აბობოქრებული ხალხის ბრბომ შემოარტყა ალყა, რითაც დაიწყო ფლორენციის აჯანყება. მარია ანტონია და ლეოპოლდო საიდუმლო გვირაბებით გაიპარნენ და ბოლონიაში გაიქცნენ, სადაც ამავეწლის 21 ივლისს ლეოპოლდო თავისი ვაჟის, ფერდინანდო IV-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან.

1860 წელს, იტალიის გაერთიანების პირობებში დაემხო ფერდინანდო IV-ის მმართველობაც, რის შემდეგაც ტოსკანა იტალიის შემადგენლობაში შევიდა. ამის გამო მარია ანტონია და მისი ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, რა დროსაც მათ თავი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-სა და დედოფალ ელისაბედ ბავარიელს შეაფარეს. აღსანიშნავია, რომ მარია ანტონიას ძმას, ფერდინანდს ცოლად ჰყავდა დედოფალ ელისაბედ ბავარიელის და, რის გამოც მარია ანტონია მარტივად შეიფარეს ავსტრიაში.

1870 წელს ლეოპოლდო გარდაიცვალა, რის გამოც დაქვრივებულმა მარია ანტონიამ დატოვა ვენა და გმუნდენში გადასახლდა, სადაც გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1898 წლის 7 ნოემბერს, 83 წლის ასაკში.

  1. მარია იზაბელა (1834-1901), ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, ტრაპანის გრაფ ფრანჩესკოს, რომლისგანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  2. ფერდინანდო IV (1835-1908), ტოსკანის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1859-1860 წლებში. პირველად იქორწინა ანა საქსონიელზე, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა და რომლის დაღუპვის შემდეგაც მეორედ დაქორწინდა ალისა პარმელზე, რომელთანაც კიდევ ათი შვილი შეეძინა;
  3. მარია ტერეზა (1836-1838), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მარია კრისტინა (1838-1849), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. კარლ სალვატორე (1839-1892), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია იმაკულატა სიცილიელი, რომლისგანაც შეეძინა ათი შვილი;
  6. მარია ანა (1840-1841), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. რაინერი (1842-1844), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. მარია ლუიზა (1845-1917), ცოლად გაჰყვა იზენბურგ-ბიუდინგენის მთავარ კარლს, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა;
  9. ლუიჯი სალვატორე (1847-1915), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  10. იოჰან სალვატორი (1852-1890), ცოლად შეირთო ლუდმილა სტუბელი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hof- und Staats-Handbuch des Kaiserthumes Österreich (1868), p. 110, Sternkreuz-Orden
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Francis I. of the Two Sicilies" . Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Navarrete Martínez, Esperanza Navarrete Martínez. "María de la O Isabel de Borbón". Diccionario biográfico España (in Spanish). Real Academia de la Historia.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 9.