მანგალდანი (ოფიციალურად მანგალდანის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Mangaldan; ტაგ: Bayan ng Malgaldan) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 106 331 ადამიანს შეადგენს.

მანგალდანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°04′12″ ჩ. გ. 120°24′09″ ა. გ. / 16.0700000° ჩ. გ. 120.4025000° ა. გ. / 16.0700000; 120.4025000
დაარსდა 2 ივნისი, 1600
ფართობი 48.47 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 113 185 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2432
ოფიციალური საიტი http://www.mangaldan.gov.ph/
300
300

მანგალდანი ესპანეთიდან ჩასულმა დომინიკელთა ორდენის მისიონერებმა დააარსეს. 1591 წლისთვის მანგალდანი ესპანურ ენკომიენდად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მუნიციპალიტეტში ამერიკის სამხედრო ძალების აეროდრომი იყო განთავსებული.

გეოგრაფია

რედაქტირება

მანგალდანი პანგასინანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან სან-ფაბიანი ესაზღვრება, დასავლეთიდან - დაგუპანი, აღმოსავლეთიდან - სან-ხასინტო, ხოლო სამხრეთიდან - მაპანდანი და სანტა-ბარბარა.

მუნიციპალიტეტი მანილიდან 210 კმ-ით, ბაგიოდან - 68 კმ-ით, ხოლო პროვინციული დედაქალაქიდან 24.1 კმ-ითაა დაშორებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: