მაილი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ
მაილი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს ჯიმარასა და მყინვარწვერს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 4506 მ. აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კარგადაა გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. გზა ადის მდინარე თერგის სათავეებიდან.
მაილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°42′32″ ჩ. გ. 44°28′37″ ა. გ. / 42.70889° ჩ. გ. 44.47694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4506 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ამგებელი ქანები | დიორიტი და დიაბაზი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 363.