ლულუ ვანგი
ლულუ ვანგი (ჩინ. 王子逸; დ. 25 თებერვალი, 1983, ბეიძინი, ჩინეთი) — ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „გარდაცვალების შემდეგ“ (2014) და „დამშვიდობება“ (2019), რომელთა სცენარისტიც თავად იყო. ვანგს პროდუსერადაც უმუშავია; გადაუღია მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური კლიპები.
ლულუ ვანგი | |
---|---|
ლულუ ვანგი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | ლულუ ვანგი |
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1983 ბეიძინი, ჩინეთი |
ალმა-მატერი | ბოსტონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 2005-დღემდე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებავანგი 1983 წელს ბეიძინში, ჩინეთში დაიბადა. იგი ჩინელი დიპლომატის, ჰაიან ვანგისა და კულტურის კრიტიკოსის, ძიან იუს შვილია. [1] 6 წლის ასაკში ის და მისი ოჯახი მაიამიში გადავიდა, რათა მამამისს მაიამის უნივერსიტეტში დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია დაეცვა.[2]
4 წლის ასაკიდან მეცადინეობდა ფორტეპიანოზე დაკვრაში (NWSA). იგი პროფესიონალი კლასიკური პიანისტია. [3]
ვანგი 2001 წლიდან 2005 წლამდე ბოსტონის უნივერსიტეტში მუსიკასა და ლიტერატურას შეისწავლიდა. როგორც თავად ამბობს, მისთვის ფილმების გადაღებისთვის ინსპირაცია სტივენ შეინბერგის 2002 წლის ნამუშევარი, სახელწოდებით „მდივანი“ გახდა. [4] ამის შემდეგ იგი გადიოდა კინოპროდუქციის კურსებს. მალევე დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება.[5]
კინო-კარიერა
რედაქტირება2005 წელს, ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლისას, მან საუკეთესო სადებიუტო ფილმის ჯილდო მიიღო თავისი ფილმისთვის „მეზღაპრე“, რომელზეც ვანგმა ბოსტონის კოლეჯის სტუდენტთან, ტონი ჰეილთან ერთად იმუშავა. ვანგს და ჰეილს ასევე კოლაბორაცია ჰქონდათ 2006 წელს, დოკუმენტური ფილმისთვის, სახელწოდებით „თევზაობა უფსკრულში“. ვანგმა 2007 წელს გადაიღო ფილმი „Can-Can“, რომელიც არტურო ვივანტეს მიერ ქორწინებასა და ღალატის შესახებ დაწერილ მოთხრობას ეფუძნება.
2014 წელს ვანგმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „გარდაცვალების შემდეგ“ გამოუშვა. იგი გერმანიის ქალაქ ბერლინშია გადაღებული და მასში მთავარ როლებს ბრიტ მარლინგი და ჯეკ ჰიუსტონი თამაშობენ. ფილმის პრემიერა 2014 წლის 4 ოქტომბერს ციურიხის კინოფესტივალზე შედგა.[6] მისი ჩვენება ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
2019 წელს გამოვიდა ვანგის მეორე ფილმი, სახელწოდებით „დამშვიდობება“, რომლის პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა და საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკში მცხოვრებ ხელოვან ბილიზე (ნორა ლუმი), რომელიც ოჯახური შეკრებისათვის ჩინეთში ჩადის, რათა თავისი მომაკვდავი ბებია მოინახულოს. [7] ფილმი ავტობიოგრაფიულია და ვანგის ბებიის ავადმყოფობაზეა დაფუძნებული. ფილმის უმეტესი ნაწილში პერსონაჟები ჩინურად ლაპარაკობენ. აქვს ინგლისური სუბტიტრები და გადაღებულია უბანში, სადაც ვანგის რეალური ბებია ცხოვრობდა. ფილმში ბებიის დის როლს ვანგის ბებიის ნამდვილი და, ლუ ჰონგი ასრულებს. ფილმის გამოსვლის შემდეგ ათეულობით ჟურნალმა იგი სანდენსის კინოფესტივალზე წარდგენილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად დაასახელა. მათ შორის არის Variety, Thrillist და Rolling Stone[8]. 2019 წლის 4 დეკემბერს, ამერიკული კინოს ინსტიტუტმა ფილმი 2019 წელს ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ არჩეულ 10 ფილმში შეიყვანა. ნორა ლუმმა 2020 წლის 5 იანვარს ბილის როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში (მიუზიკლი ან კომედია).
პირადი ცხოვრება
რედაქტირებავანგი ლაპარაკობს ინგლისურად, ჩინურად (მანდარინი) და ესპანურად. 2018 წლიდან რომანტიკულ ურთიერთობაშია რეჟისორ ბერი ჯენკინსთან.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2014 | ფ | „გარდაცვალების შემდეგ“ | Posthumous | რეჟისორი, სცენარისტი |
2019 | ფ | „დამშვიდობება“ | The Farewell | რეჟისორი, სცენარისტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.vulture.com/2019/07/lulu-wang-the-farewell-profile.html
- ↑ https://www.nbcnews.com/news/asian-america/filmmaker-lulu-wang-proving-asian-american-stories-are-worthwhile-n631036
- ↑ http://nwsa.mdc.edu/nwsa-college-about/latest-nwsa-college-news/827-the-annual-rising-stars-showcase-highlights-the-exceptional-talent-of-more-than-200-nwsa-students.html
- ↑ https://variety.com/2019/film/podcasts/lulu-wang-farewell-awkwafina-oscar-buzz-1203445478/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2020-12-18.
- ↑ https://www.nbcnews.com/news/asian-america/filmmaker-lulu-wang-proving-asian-american-stories-are-worthwhile-n631036
- ↑ https://www.miaminewtimes.com/arts/the-farewell-director-lulu-wang-on-awkwafina-and-the-films-100-fresh-rating-11219757
- ↑ https://www.rollingstone.com/movies/movie-features/10-best-movies-sundance-2019-789258/