კენჭი
კენჭი — სხვადასხვა ხარისხის მომრგვალო, ჩვეულებრივ, მოსწორებული ზედაპირის მქონე ნატეხი ქანები, რომელთა დიამეტრი მერყეობს 1-იდან 10 სმ-მდე. ზომებით, როგორც წესი გრანულებზე უფრო დიდია. შეფერილობა და ტექსტურა სხვადასხვაგვარია. წარმოიქმნება მდინარეულ��� წყლის, ტბიური ან ზღვიური ტალღების მოქმედების შედეგად. ზღვიური წარმოშობის კენჭს მდინარეულ კენჭთან შედარებით ბრტყელი ფორმა აქვს. სიდიდის მიხედვით განასხვავებენ წვრილ (1-2,5 სმ), საშუალო (2,5-5 სმ) და მსხვილ (5-10 სმ) კენჭებს. იყენებენ ძირითადად გზის მშენებლობის დროს.
კენჭი | |
---|---|
კენჭი | |
ცნობები | |
ტიპი | დანალექი |
გამოიყენება | მშენებლობაში |
ლიტერატურა
რედაქტირება- Геологический словарь. Том 1. А-Й. Санкт-Петербург, 2010 г., 432 стр.,