ირინე კვაჭაძე
ირინე დავითის ასული კვაჭაძე (დ. 5 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი ფიზიოლოგი, პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი (2006 წ.), თსსუ–ის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის (2006 წლიდან – ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) გამგე (2004 წ.), ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2006 წ.).
ირინე კვაჭაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი, 1962 (62 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფიზიოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაირინე კვაჭაძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (1992 წლიდან უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი, 1984–1987 წლებში იყო თსსი–ის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი, 1988 წლიდან ასისტენტი, 1992 წლიდან დოცენტი, 1997 წლიდან თსსუ–ის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი, 2004 წლიდან ამავე კათედრის (2006 წლიდან ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) გამგე, 2006 წლიდან არის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
1992 წლიდან 2009 წლამდე იყო თსსუ–ის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სამსახურის ხელმძღვანელი.
2009 წლიდან არის თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
1988 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1997 წელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია ხუთი დისერტაცია, გამოიცა ერთი მონოგრაფია, არის 90–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2006 წლიდან, ირინე კვაჭაძის რედაქციით, ქართულ ენაზე სამჯერ გამოიცა ფიზიოლოგიის სახელმძღვანელო.
ი. კვაჭაძის სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის თავისებურებებს ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებითი მდგომარეობების დროს, ფიზიოლოგიურ ფუნქციათა და მათი სარეგულაციო მექანიზმების ურთიერთანამოქმედებას ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მეტაბოლური და ჰორმონული სტატუსის პირობებში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რ. ხეცურიანი, ვ. ყიფიანი, ჯ. ქორჩილავა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: წარსული, აწმყო, მომავალი. თბ., 1999 წ.
- ტრადიციებით მომავლისკენ, თსსუ–ის საიუბილეო კრებული, 2010 წ.