იასემინ ადარი

თურქი ქალი მოჭიდავე

იასემინ ადარი (თურქ. Yasemin Adar; დ. 6 დეკემბერი, 1991, ბალიქესირი, თურქეთი) — თურქი მოჭიდავე, ქალთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, 75 კილოგრამის წონით კატეგორიაში.

იასემინ ადარი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Yasemin Adar
სრული სახელი იასემინ ადარი
ეროვნება თურქი
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1991 (1991-12-06) (33 წლის)
დაბ. ადგილი ბალიქესირი, თურქეთი
სიმაღლე 181
წონა 75
საიტი yaseminadar.com.tr
სპორტი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სპორტი თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი Trakya Birlik SK
ჯილდოები Olympic bronze medal[1] [2]
მედლები
თავისუფალი ჭიდაობა ქალთა შორის
დროშა: თურქეთი თურქეთი
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო პარიზი 2017 75 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ნოვი სადი 2017 75 კგ
ოქრო რიგა 2016 75 კგ
ოქრო კასპიისკი 2018 76 კგ
ოქრო ბუქარესტი 2019 76 კგ
ხმელთაშუაზღვის თამაშები
ოქრო მერსინი 2013 72 კგ

ადრეული წლები

რედაქტირება

იასემინ ადარი დაიბადა 1991 წლის 6 დეკემბერს თურქეთის ქალაქ ბალიქესირში. მამამისი, ნაიმ ადარი მცხობელი იყო, ხოლო დედამისი, აიშეგიულ ადარი დიასახლისი. ჰყავს უფროსი და ილდიზი. დედამისი 2013 გარდაიცვალა. გაზიოსმანფაშას უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტს ბალიქესირის უნივერსიტეტში. ამ დროისთვის ის მუშაობს და ასწავლის ქალაქ ნიღდეში.[3][4]

ადარი თურქეთის ყოფილი ჩემპიონის, ასლან სეიჰანლის მიერ აღმოჩენილ იქნა, როდესაც ის ბირთვის ტყორცნით იყო დაკავებული უმაღლეს სასწავლებელში და საუნივერსიტეტო წლებში. შემდგომში ის დაკავდა ჭიდაობით მის მშობლიურ ქალაქში. იგი ასპარეზობს „Trakya Birlik SK“-ის სახელით.[5][6]

ადარი მონაწილეობდა კანადის ალბერტაში მიმდინარე 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი ჭიდაობის 72 კგ წონით კატეგორიაში, სადაც წარუმატებლად იას��არეზა.[7]

მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც წარუმატებლად იასპარეზა.[8] 2013 წლის თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჩემპიონატზე, მან 72 კილოგრამის წონით კატეგორიაში ოქროს მედალოსანი გახდა.[3][4][9] უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა, სადაც ნახევარფინალში ჩინელ ჩჟან ფენლიუსთან დამარცხდა და ამერიკელ ადელაინ გრეისთან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.[5][10]

2014 წელს ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი მხოლოდ მე-16 რაუნდს მიაღწია.[11]

2015 წელს ბაქოში ჩატარებულ ევროპულ თამაშებზე 75 კგ წონით კატეგორიაში მან ვერ მოახერხა ფინალში გასავლა, სადაც რუს ეკატერინე ბუკინასთან დამარცხდა. ამის შემდეგ, მოლდოველ სვეტლანა საენკოს წააგო ბრინჯაოს მედლის მატჩში.[12] ლას-ვეგასში ჩატარებულ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ადარმა მეოთხედფინალში კოლუმბიელ ანდრეა ოლაიასთან დამარცხდა.[13]

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარებულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 75 კილოგრამის წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირში, მან პირველად გაიმარჯვა ქვეყნის სახელით ქალთა ჭიდაობაში და ოქროს მედალი მოიპოვა, რომელმაც მანამდე რუსი ალიონა სტოროდუბტცევა დაამარცხა.[4][6][14][15]

  1. https://www.cumhuriyet.com.tr/haber/turkiye-tokyo-2020de-gunu-2-madalyayla-kapatti-1857398
  2. https://www.ntvspor.net/foto-galeri/tokyo-2020-de-madalya-kazanan-turk-sporcular-61100645e6842023543299d1/9
  3. 3.0 3.1 „Yasemin Adar’dan Tarihi Madalya“. Balıkesit Spor (Turkish). 2016-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-28. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  4. 4.0 4.1 4.2 „Balıkesir'in gururu oldu“. Doğan News Agency (Turkish). 2016-03-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-12. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  5. 5.0 5.1 „Branş değiştirdi dünya beşincisi oldu“. Hürriyet (Turkish). 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  6. 6.0 6.1 „Altın Madalyalı İşk Kadın Güreşçi“. Spor Extra (Turkish). 2016-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-12. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  7. Championnat du Monde Senior. FILA. ციტირების თარიღი: 2016-03-11.[მკვდარი ბმული]
  8. „Avrupa Güreş Şampiyonası'nda bayanlar 63 kiloda Buse Tosun çeyrek finale yükseldi“. Son Dakika (Turkish). 2013-03-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  9. „3 oyunlar rekoru kırıldı birden“. Hürriyet (Turkish). 2013-06-24. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  10. „Yasemin Adar dünya beşincisi oldu“ (Turkish). 2013-09-20. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  11. „Yasemin Adar veda etti“. Spor X (Turkish). 2014-09-11. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  12. „Avrupa Oyunları: Güreşte 3 sporcumuz repesaj maçına çıkacak“. Euro Sport (Turkish). 2015-06-16. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  13. „Kadınlar serbest güreşte 4 sporcumuz da yenildi“. Cihan News Agency (turkish). 2015-09-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  14. „Güreşte 2 Avrupa Şampiyonluğu birden“. Hürriyet (Turkish). 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2016-03-11.
  15. „Turkish wrestlers Adar and Demirtaş win gold medals at European Wrestling Championship“. Daily Sabah. 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2016-03-11.