თანამეგობრობის სამეფოები
თანამეგობრობის სამეფოები (ინგლ. Commonwealth realms) — ტიტული ერთა თანამეგობრობის 15 სახელმწიფოში, რომლებიც მეფე ჩარლზ III-ს თვლიან საკუთარ მონარქად, თითოეულ მათგანში ის წარდგენილია, როგორც სახელმწიფოს მეთაური და ატარებს შესაბამის ტიტულს.
დიდი ბრიტანეთის გარეთ მეფე თითოეული სამეფოს პრემიერ-მინისტრის წარდგენით ნიშნავს გენერალ-გუბერნატორს, როგორც თავის წარმომადგენელს მისი არ ყოფნის შემთხვევაში. იგი ასევე გუბერნატორებითაა წარდგენილი ავსტრალიის თითოეულ შტატში და ლეიტენანტ-გუბერნატორებით კანადის პროვინციებში. ეს თანამდებობის პირები ფლობენ კონსტიტუციური მონარქის თითქმის მთელ სახელისუფლებო უფლებებს, მიუხედავად ამისა ძირითადად ასრულებენ, მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს და აქვთ ეგრეთ წოდებული სამეფო პრეროგატივები.
თოთხმეტი სამეფო — ყოფილი ბრიტანეთის კოლონიები, რომლებმაც მიიღეს დამოუკიდებლობა. 14 სამეფოდან სამმა (ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია) დამოუკიდებლობა მიიღო 1926 წელს იმპერიის კონფერენციაზე ბალფურის დეკლარაციის რატიფიკაციის და ვესტმინსტერის სტატუტის შედეგად 1931 წელს. კანადამ, სამხრეთ აფრიკის კავშირმა და ირლანდიის თავისუფალმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ მიიღეს საკანონმდებლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან, ხოლო ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მოახდინეს სტატუტის რატიფიცირება შესაბამისად 1942 და 1947 წლებში. სტატუტი ასევე ეხებოდა ნიუფაუნდლენდს, მაგრამ იქ მისი რატიფიცირება არ მომხდარა, და დომინიონი შეუერთდა კანადას 1949 წელს. ირლანდია რესპუბლიკა ფორმალურად გახდა 1949 წელს, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 1961 წელს.
სხვა სამეფოებმა დამოუკიდებლობა მიიღეს ინდოეთში ბრიტანული მმართველობის დასრულების, აფრიკაში 1960-იან წლებში ეგრეთ წოდებული «ცვლილებების ქარის» პერიოდის, 1961 წელს ვესტ-ინდოეთის ფედერაციის დაშლის შედეგად და ასევე შემდგომ პერიოდებშიც. თანამეგობრობის ბოლო სამეფო გახდა სენტ-კიტსი და ნევისი, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1983 წელს.
სიტუაცია პაპუა-ახალ გვინეაში დამოუკიდებლობის მიღებამდე იყო შედარებით უფრო რთული. პაპუა-ახალი გვინეა ჩამოყალიბდა 1975 წელს, როგორც გერმანიის ახალი გვინეის, რომელსაც მართავდა ავსტრალია სამანდატო ტერიტორიის სახით, და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის, თუმცა ბრიტანეთის თხოვნით მაინც ავსტრალიის მიერ მართული — ბრიტანეთის ახალი გვინეის კავშირი. თანამეგობრობის სამეფოებიდან ერთადერთი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა დიდი ბრიტანეთის კოლონია რა თქმა უნდა თვითონ დიდი ბრიტანეთია.
თანამეგობრობის შიგნით არ არსებობს განსხვავება სტატუსში სამეფოებსა და სხვა წევრებს შორის, რომელთაგან უმრავლესობა ან რესპუბლიკებია, ან სამეფოებია საკუთარი მონარქებით (ბრუნეი, ესვატინი, ლესოთო, მალაიზია და ტონგა). აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ თუმცა ფიჯის ბელადთა უზენაესი საბჭო ჩარლზ III-ს აღიარებს უზენაეს ბელადად, დიდი ბრიტანეთის მეფე არ ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და ფიჯი რესპუბლიკაა.
თანამეგობრობის სამეფოები
რედაქტირება- ��ანტიგუა და ბარბუდა, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1981 წელს
- ავსტრალია, ვესტმინსტერის სტატუტის მიღებისთანავე 1939 წელს
- ბაჰამის კუნძულები, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1973 წელს
- ბელიზი, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1981 წელს
- დიდი ბრიტანეთი
- გრენადა, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1974 წელს
- კანადა, ვესტმინსტერის სტატუტის მიღებისთანავე 1931 წელს
- ახალი ზელანდია, ვესტმინსტერის სტატუტის მიღებისთანავე 1947 წელს:
- კუკის კუნძულები, თვითმმართველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი თავისუფალ ასოციაციაში ახალ ზელანდიასთან
- ნიუე, თვითმმართველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი თავისუფალ ასოციაციაში ახალ ზელანდიასთან
- პაპუა-ახალი გვინეა, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1975 წელს
- სენტ-ვინსენტი და გრენადინები, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1979 წელს
- სენტ-კიტსი და ნევისი, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1983 წელს
- სენტ-ლუსია, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1979 წელს
- სოლომონის კუნძულები, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1978 წელს
- ტუვალუ, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1978 წელს
- იამაიკა, დამოუკიდებლობის მიღებისთანავე 1962 წელს.