ვინტარი (ოფიციალურად ვინტარის მუნიციპალიტეტი; ილოკ. Ili ti Vintar) ― პირველი კლასისი მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 33 339 ადამიანს შეადგენს.

დასახლებული პუნქტი
ვინტარი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 18°13′50″ ჩ. გ. 120°38′56″ ა. გ. / 18.23056° ჩ. გ. 120.64889° ა. გ. / 18.23056; 120.64889
დაარსდა 1909
ფართობი 614.35 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 59 მეტრი
მოსახლეობა 33 339 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 77
საფოსტო ინდექსი 2915
ვინტარი — ფილიპინები
ვინტარი

ვინტარი ჩრდილოეთ ილოკოსის უდიდესი მუნიციპალიტეტია. მისი მფარველ წმინდანად წმინდა ნიკოლოზ დე ტოლენტინო ითვლება. აქვე მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის აკადემია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ვინტარის კაშხალი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაფინანსებული პირველი კაშხალია და კულტურისა და ხელოვნების ეროვნული კომიის მიერ შედგენილ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს უმოკ-ნი-სივავერის ეკოტურისტული ეროვნული პარკი, რომელიც ქალაქის პოპულარული საპიკნიკე დანიშნულების ადგილია.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ვინტარის სახელწოდება ილოკანური სიტყვიდან, „ინტარ“, მომდინარეობს, რაც მმართველის მიერ სუბიექტისთვის ფორმირების ან გაცემული ბრძანების აღსანიშნავად გამოიყენებოდა და დაქვემდებარებულებისგან ყურადღებას მოითხოვდა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთმა ესპანელმა მისიონერმა აღნიშნული სიტყვის გაგონების შემდეგ მას ვ ასო დაუმატა, რადგანაც მისიონერმა ფორმაცია ლათინურ V-ს მიამსგავსა.

ქალაქის უძველესი მკვიდრები მალაიური წარმოშობის იყვნენ. ისინი თავდაპირველად ბორცვზე დასახლდნენ, რომელიც ბისლაკს გადაჰყურებდა. ქალაქი ესპანელმა მისიონერებმა დააარსეს, რომლებიც სარატსა და პიდიგს შორის ნადირობისას ტყეში დაიკარგნენ. მოგვიანებით ვინტარი სან ნიკოლოზ დე ტოლენტინოს სამრევლოს ნაწილი გახდა. ვინტარი დამოუკიდებლად 1774 წელს გამოცხადდა.

1903 წელს ვინტარის ანექსირების შემდეგ მას ბაკარის ბარიო ეწოდა. ქალაქმა დამოუკიდებლობა 1909 წელს აღიდგინა.

ქალაქი ჩრდილოეთ ილოკოსის მასშტაბით გამოირჩევა ღვთისმსახურების რაოდენობით. 1931 წელს მიწისძვრამ ეკლესია და კონვენტი ნაწილობრივ გაანადგურა, თუმცა ნაგებობები 5 წლის შემდეგ აღადგინეს. კონვენტი, რომელშიც წმინდა ნიკოლოზის აკადემიაა განთავსებული, 1982 წელს განაახლეს.

ვინტარი ილოკოსის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი იყო, სადაც ფერდინანდ მარკოსის დიქტატურის დროს, საგანგებო მდგომარეობისას, ადამიანის უფლებების დარღვევები დაფიქსირდა, მიუხედავად საზოგადოებრივი აღქმისა, რომ რეგიონი მარკოსის ადმინისტრაციის მხარდამჭერი იყო.[2] 1984 წელს ადგილობრივი თემის სამი წევრი მოკლეს. ამავე წელს, ბანგიდან 8 ფერმერი გაუჩინდა. ასევე დასტურდება ფერმერთა წამების შემთხვევები ვინტარში, დუმალნეგში, სოლსონში, მარკოსსა და პიდინგში.[2]

ვინტარში ყოველწლიურად, 10 სექტემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნება. რელიგიური დღესასწაული ავგუსტინელების დროიდან შემორჩა და დღემდე გრძელდება, რომლის დროსაც უსაფუვროდ გამომცხვარ პურს არიგებენ. ქალაქის ყოველწლიური ფესტივალია სივავერის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე აღინიშნება.

ვინტარში კულტურისა და ხელოვნების ეროვნული კომისიის მიერ შედგენილი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი მდებარეობს. ეს ძეგლებია: ვინტარის კაშხალი, ძველი მუნიციპალური შენობა, წმინდა ნიკოლოზ დე ტოლენტინოს სამრევლო ეკლესია და გაბალდონის შენობა.

ერთ დროს ვინტარი აბელ-იკოლოს ან ინაბელით იყო ცნობილი, განსაკუთრებით, კლასიკური ბინანდერა აბელით, რომელიც „მდინარის ჩრდილოეთით“ ყვაოდა. ამას აბკირის ბარანგაიში მდებარე სივავერის მუზეუმში გამოფენილი საქსოვი დაზგა ადასტურებს.[3]

გეოგრაფია

რედაქტირება

ვინტარი ვაკეზე მდებარეობს, რომელის მთებითაა გარშემორტყმული. ჩრდილოეთიდან ბანგი, ადამსი, დუმალნეგი, ბურგოსი და პაგუდპუდი ესაზღვრება; სამხრეთიდან ― ლაოაგი, სარატი, პიდიგი და კარასი; დასავლეთიდან ― პასუკინი და ბაკარა, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კალანასანი და აპაიაო.

ქალაქი რეგიონში მეექვსე უმთავრეს სამდინარო სისტემად მიიჩნევა. ქალაქის მდინარეები დასავლეთ კორდილიერის ფერდობებზე იღებენ სათავეს, კალინგისა და აპაიაოს საზღვართან. მდინარეები აღმოსავლეთით მიედინებიან, ჩრდილოეთ ილოკოსის დაბლობების დიდ ნაწილს რწყავენ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინებიან. ვინტარს ყველაზე დიდი ფართობი აქვს ჩრდილოეთ ილოკოსის მუნიციპალიტეტებს შორის.

ბარანგაები

რედაქტირება

ვინტარი 33 ბარანგაიდ იყოფა.[4] ყოველი ბარანგაი პუროკებს მოიცავს, ნაწილს კი სიტიოები აქვს.

ვინტარის ხედი მთების ფონზე
ჰავის მონაცემები — ვინტარი (ჩრდილოეთი ილოკოსი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 26 28 30 32 31 31 30 30 30 29 28 26 29
საშუალო დაბალი °C 20 20 21 23 25 25 25 25 24 23 22 21 23
საშუალო ნალექი (მმ) 55 41 37 41 184 215 261 256 245 216 142 129 1 822
წვიმიანი დღეები საშუალოდ 14.1 11.1 11.8 12.5 21.8 25.2 25.5 24.9 23.8 18.2 16.4 17.0 222.3
წყარო: Meteoblue (modeled/calculated data, not measured locally)[5]

ვინტარში კლიმატის ორი ტიპია: დასავლეთი ნაწილი (90%) ორი გამოხატული სეზონით გამოირჩვა. მშრალი სეზონი დეკემბრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდეა. წვიმების მაქსიმუმი ივნისიდან სექტემბრამდეა; აღმოსავლეთ ნაწილისთვის (10%) წვიმების მაქსიმალური პერიოდი არ არის გამოხატული, ხოლო მშრალი სეზონი მოკლეა და 1-დან 3 თვემდე გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Ilocanos remember dark days of martial law, vow to continue fight (2 October 2012).
  3. Adriano, Leilanie (March 21, 2024). „Reviving Ilocos cultural traditions through weaving“. Philippine News Agency. ციტირების თარიღი: March 23, 2024.
  4. Province: Ilocos Norte". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 12 November 2016.
  5. Vintar: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 4 March 2020