ვიკიპედია განხილვა:საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნა

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა თეკა თემაში კითხვა-პასუხი

კი მაგრამ, არგუმენტაცია საჭიროა არაა, თუ რა მიზნით, რა დანიშნულებით და რა საჭიროებით?! ცოტა გაუგებარია, ეხლა უცხო თვალისთვის, მე რომ ყავახანის პერიპეტიები არ წამეკითხა, წინაპირობას ვერ დავინახავდი.--Rastrelli F 11:48, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ალო ისე ხშირად ბლოკავდა ამ საკითხს, რომ მაგიტომ დისკუსიას თავი ავარიდე. კითხვები აქ დაიწეროს.--გიორგი , 11:50, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

რას ნიშნავს ალო ბლოკავდა ამ საკითხს? დღემდე ვერ გაიგო ზოგიერთმა თქვენგანმა არბიტრაჟი რას ნიშნავს. ისიც არ გესმით, რომ ყველაზე გამოცდილი რედაქტორები აქ უკვე არიან ადმინისტრატორები. შეგიძლიათ მოიყვანოთ ერთი მაგალითი, სადაც დავა რაიმე მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ და/ან ეთიკურ თემაზე დღემდე გადაუჭრელია მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა? პირველ რიგში თარგმნეთ არბიტაჟის გვერდი, რომ მომხმარებლებს მკაფიო წარმოდგენა შეექმნათ, რა დანიშნულება აქვს მას. შემდეგ განიხილეთ იგი მიმდინარე სიტუაციის და მაგალითების მიხედვით, თუ რამდენად მწვავედ დგას მათი არჩევის საკითხი და კენჭი ყარეთ. შემდეგ მოხდება არჩევნები. ამას ყველაფერს უნდა გაუძღვეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სტაჟიანი რედაქტორი. როგორც წესი, ეს როლი ჩვენ, გამოცდილმა/სტაჟიანმა რედაქტორებმა (მოგწონთ თუ არა ეს ასეა), დავაკისრეთ ისლანდს. ასე რომ, მშვიდად დაალაგეთ თქვენი არგუმენტები, ჩამოყალიბდით, შემდეგ წამოაყენეთ ეს თემა, გადაწყვიტეთ და ისლანდი ორგანიზაციას გაუწევს მას. - ალ-ო     @ 12:30, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
სიმშვიდე არავის დაუკარგავს. არბიტრაჟის მნიშვნელობა ზოგიერთს მართლაც არ ესმის, ამიტომაც გადავთარგმნი ამ გვერდს. ცანგალასდამი პასუხს აქაც გავიმეორებ: გარდა ამისა, კომიტეტის არსებობის შემთხვევაში იგივე გუშინწინდელი კონფლიქტის გადაჭრა გაცილებით უსისხლოდ გადაწყვეტა შეიძლებოდა.--გიორგი , 12:33, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
გამეორება საჭირო არ არის. ყურადღებით უნდა წაიკითხოთ რას გწერენ. ქვევით დააკონკრეტე რა გუშინწინდელ კონფლიქტს გულისხმობ. - ალ-ო     @ 12:37, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
კარგი აზრია თარგმნა. --ცანგალა () 12:38, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კითხვა-პასუხი

რედაქტირება
  • მნიშვნელობა ვერ გავიგე. იქნებ ამიხსნას ვინმემ. კარგი იქნება შესავალს თუ გაუკეთებთ, სადაც განმარტავდით მოკლედ. --მიშა () 11:47, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
 
„Арбитражный комитет — это избираемая на определённый срок группа опытных участников, призванная разрешать различные конфликты, связанные с работой в Википедии, которые оказалось невозможно разрешить иными методами. Принципы работы арбитража изложены в статье Википедия:Разрешение конфликтов. Решения комитета принимаются большинством его членов.“

ქართული თარგმანი ეხლავე იქნება.--გიორგი  , 11:52, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მიშოს მაგივრად კითხვის დასმა რას ნიშნავს?! R. 11:53, 23 ივნისი 2009 (UTC)

მიშომ კითხვა დასვა გვერდზე, ხოლო მე აქ გადავიტანე :) იხ. ისტორია.--გიორგი  , 11:56, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მოცარტის ხმა რატომ იგვიანებს?--ცანგალა () 12:11, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

თუ ნიკას არ მოუნდება, ხმას არ მისცემს. არავინ არავის აძალებს.--გიორგი  , 12:15, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

რამდენი აქტიური მომხმარებელი ვართ? და აგრეთვე მაინტერესებს რომელი კონფლიქტის ( различные конфликты, связанные с работой в Википедии, которые оказалось невозможно разрешить иными методами) გადაწყვეტა ვერ შეძლო ქართულმა ვიკიპედიამ?--ცანგალა () 12:20, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მაგის მეტი რა გინდა - გუშინწინდელი გაიხსენე. --გიორგი  , 12:23, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გარდა ამისა, კომიტეტის არსებობის შემთხვევაში იგივე გუშინწინდელი კონფლიქტის გაცილებით უსისხლოდ გადაწყვეტა შეიძლებოდა.--გიორგი  , 12:25, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

დააკონკრეტე კონფლიქტის არსი და რას თვლი სისხლის დაღვრად. - ალ-ო      @ 12:35, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
მეც მაინტერესებს.--ცანგალა () 12:39, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
კიდევ რა ვთარგმნო? ვიკიპედია:საარბიტრჟო კომიტეტი და ვიკიპედია:კონფლიქტების გადაჭრა   გაკეთდა–გიორგი  , 13:45, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
ვიკიპედია:არბიტრაჟი არის მგონი ასევე ინგლისურში. ა.

არა, ეს გვერდი გადამისამართბესითვის გამოიყენება. ხოლო მასზე ტექსტი არბიტრაჟის მოთხოვნებში უნდა იყოს.--გიორგი  , 14:06, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მე მგონი მართლა კარგია ეს კომიტეტი, მე მგონი ეს გამოცდილი მომხმარებლების თავიოსებური თვითმართველობაა. რაც შეეხება მოც���რტს, შეიძლება ამადეოსს არ უნდა  , ა უნბაროლდ ნაიტრალურია ამ შემთხვევაში, რატომ გგონიათ, რომ ეს რაღაც კოალიციური გადაწყვეტილებაა?--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:38, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

შემდეგი მოთხოვნა? რა გავაკეთო.--გიორგი  , 14:40, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მაინც არ მესმის, კონფლიქტების მომგვარებელი კომიტეტის შექმნა რა საჭიროა, ფუნქცია არ მესმის - მტრედის ჩასმა ყველას შეუძლია, ფუნთუშებსა და ნამცხვრებზე რომ აღარაფერი ვთქვა, საჭიროების შემთხვევაში დაბლოკვა კი ადმინისტრატორების მოვალეობაა. თუ რაიმეს თარგმნას გადაწყვეტ გიორგი, უპირველეს ყოვლისა ამ გვერდს მიხედე. ”თუ არაფერმა უშველა - მიმართეთ არბიტრაჟსო” როგორც წერია, მაგრამ თუ არ ვიცი ეს არბიტრაჟი რა არის, ან რითი მიშველის, მიმართვას რაღა აზრი აქვს.--მიშა () 16:53, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

უკვე თარგმნილია. მანდ აღარაფრის ჩამატება შეიძლება (ამ ეტაპზე). ჩათვალე რომ სასამართლოს და პარლამენტის ნაერთია.--გიორგი  , 16:55, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კარგი, მართალია ’რითი მიშველით’ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ პრაქტიკა დაგვანახებს რამდენად საჭიროა მისი არსებობა. --მიშა () 16:59, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

'praqtikis' nacvlad 'momavali' vigulisxme. agretve sainteresoa sxva vikipediebis gamocdileba, rogori warmatbit mushaobs es komiteti iq. --მიშა () 04:16, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი
პრაქტიკამ

უკვე დაგვანახა. ის რომ არსებობდეს 2 დღის წინ ყავახანა არ დაიბლოკებოდა და 2 მომხმარებელი ვიკიპედიიდან არ წავიდოდა.--გიორგი  , 17:01, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ჰო, პრაქტიკამ, მგონი უნდა იყოს კომიტეტი, რომელიც განიხილავს ამნაირ კონფლიკტებს --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:30, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მომხმარებლებზე რა გითხრა, მგონი შედეგი იგივე იქნებოდა, მაგრამ ყავახანაზე ალბათ მართალი ხარ. R. 18:11, 23 ივნისი 2009 (UTC)
კომიტეტის მომხრეებს უმრავლესობას ალბათ გვაქვს რაღაც ისეთი საერთო, რის გამოც აზრებიც ერთნაირი გვაქვს :) (თვითონ მიხვდით რაცაა ეს საერთო :)). და სწორედ ამის გამოა, რომ კოალიციონერებს ვგავართ :))... ჩემი აზრით კი, ვიკიპედიაში არცერთი დიდი კონფლიკტი არ გადაწყვეტილა სრულად. ეს კონფლიქტები (კამათებს არ ვგულისხმობ) ან უბრალოდ მიყუჩდა, ან კიდევ გვერდები დაიბლოკა (როგორც ეს ყავახანაში მოხდა). ასეთი დროებით შეჩერებული კონფლიქტების გაღვიძება კი ყოველთვისაა მოსალოდნელი. მართალი გითხრათ, არ ვიცი როგორ მოახერხებენ არბიტრები კონფლიქტის ორივე მხარისათვის მისაღებად დასრულებას, მაგრამ რადგანაც კომიტეტი სხვა ვიკიპედიებში მუშაობს და ეს ჩვენ არ გამოგვიგონია, ალბათ არსებობს რამე მეთოდი... და თუკი ეს მეთოდი მართლაც წარმატებულია, მაშინ კომიტეტის შექმნა ყველასათვის მისაღები უნდა იყოს. ამიტომაც ვარ მე მომხრე. — დათო პასუხი 19:20, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მოდით, შევაჯამებ:

  1. პირველ რიგში, ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, არბიტრაჟის ფუნქციაში არ შედის. აი, რა მოხდა: რამდენიმე თავზე ძალიან დიდი წარმოდგენის მქონე მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი მომხმარებლის ქართული არ შეესაბამებოდა გარკვეულ სტანდარტებს, რის გამოც ის (შემგომში ალბათ სხვების დროც დადგებოდა) უნდა დაბლოკილიყო. ეს მოთხოვნა ცალსახად მიუღებელი იყო და არ დაკმაყოფილდა. ამის გამო ამ მომხმარებლებმა ატეხეს წიოკი, მაგრამ თავისი ვერ გაიტანეს და დაიმუქრნენ "წასვლით". პასუხი ასეთია: ზოგადად, თუ არ მოგწონთ ვიკიპედიის წესები, სხვაგან უნდა იმუშაოთ. რაიმე სახის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ეს წესები არ შეიცვლება. ასეც მოხდა და ამით ეს "სისხლისმღვრელი კონფლიქტი" დასრულდა.
  2. იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ათიოდე აქტიური რედაქტორია, არბიტრაჟით ამ სახის კონფლიქტების დარეგულირება ფუჭი დროის კარგვაა. თქვენი, აწ უკვე გამოცდილი რედაქტორების მოვალეობაა, შეაგნებინოთ ახალ მომხმარებლებს აქ მუშაობის წესები. არცერთ გამოცდილ რედაქტორს (მით უმეტეს ხუთს ან შვიდს ერთად) არ აქვს დრო, რომ ელვის სისწრაფით მოგიგვაროთ კონფლიქტები. ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ რამდენიმე დღე დასჭირდება. ამასობაში კი შეიძლება არა მხოლოდ განხილვის გვრდები და ყავახანა, არამედ თვით კონფლიქტური მხარეებიც დაიბლოკონ. ასე რომ, პირიქით უნდა ცდილობდეთ, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობამდე სიტუაცია არ მიიყვანოთ.
  3. გადაუჭრელი კონფლიქტები კი არ არის, არამედ ზოგიერთს მათი შედეგი არ მოსწონს და ეს პრობლემა სულ იქნება, არბიტრაჟითაც და უარბიტრაჟოდ. მაგ. ყოველთვის ეცდება ვიღაც დაგვცინოს, რომ დღემდეგ ქსე-ს წესებს ვიყენებთ და ა.შ. და ეს გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს. ამასთან, არის გარკვეული ტიპის პრობლემები, რომლების მხოლოდ დაკონსერვება ხერხდება, ვინაიდან აშკარა გამოსავალი იმ მომენტში არ ჩანს. ამაზე კამათი გამუდმებით მოგვიწევს.
  4. გაიგეთ, ზოგადად, არბიტრები საჭიროა, როდესაც ვიკიპედიაში ასობით აქტიური მომხმარებელია და მათთვის თვალყურის დევნება ძალიან რთულია. აქ ასეთი მდგომარეობა ჯერ არ არის.

-ალ-ო      @ 19:36, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ზემოთთქმულს სრულიად ვეთანხმები ანუ ამ ეტაპზე საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნა არ მიმაჩნია საჭიროდ, მაგრამ მოწინააღმდეგე რომ არავინ აღმოჩნდა? შეგახსენებთ ამ გვერდზე მოწინააღმდეგე მხარე ცარიელია, ხოლო მომხრე მე როგორც დავითვალე 9 ვიკიპედიელი. ასე, რომ ამ კომიტეტის შექმნას ვერ ავცდებით --ლიკა 19:50, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ნამდვილად საჭიროა საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნა, რომ ისეთი ტიპის კონფლიქტები რამდენიმე დღის წინ რომ იყო შეძლებისდაგვარად მშვიდად დამთავრდეს და მომხმარებლებს ვიკიპედიიდან წასვლა არ დასჭირდეთ--დათო_დათო   19:55, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი


 
„საარბიტრაჟო კომიტეტი - გარკვეული ხნით არჩეული გამოცდილ მომხმარებელთა ჯგუფი, რომლის მიზანია ვიკიპედიაში წარმოშობილი იმ კონფლიქტების გადაჭრა, რომელთა გადაწყვეტა სხვა გზით ვერ მოხერხდა. არბიტრაჟის მოქმედების პრინციპი ჩაწერილია სტატიაში ვიკიპედია:კონფლიქტთა გადაჭრა. კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება მის წევრთა შორის კენჭისყრით.“

ვერ გავიგე აქ სხვა რა გზებზეა საუბარი?ან ის სხვა გზა ასეთ მდგომარეობაში(კომიტეტის არ არსებობას ვგულისხმობ) ვერ მოიძებნება? ან ის გამოცდილი მომხმარებლები,(ალბათ მომავალი კომიტეტის ჯგუფის წევრები) ახლა სად იყვნენ, რატომ ვერ მოაგვარეს ეს კომფლიქტი,(თუ აუცილებელია მაინცდამაინც კომიტეტის წევრი გერქვას) რაც ამ რამდენიმე დღის წინ იყო........ ამ კომიტეტშიც ხომ იგივე ადამიანები იქნებიან, რომლებიც აღნიშნული კომფლიქტის დროს აქტიურად იყვნენ ჩართული, თუმცა ამ ჩართულობამ ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო...ასევე იქნება კომიტეტის შექმნის შემთხვევაშიც..

ასევე, იქ სადაც საუბარია კომიტეტში არსებულ გამოცდილ მომხმერებელთა ჯგუფზე იქვე უნდა დაკონკრეტდეს თუ რამდენი გამოცდილი ვიკიპედიელი იგულისხმება ამ ჯგუფში...--ლიკა 20:33, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნის წინააღმდეგი არ ვარ თუ ამ ე. წ. "სისხლისმღვრელ კონფლიქტს" გადაწყვიტავთ სხვაგვარად თეკა და ლეოვიზა ორივე დარჩება ვიკიპედიაში. (ყავახანის შედეგი თეკა არ დაიბლოკა, ხოლო ლეოვიზამ და ნინო შოშიამ ვიკიპედია თავისი სურვილით დატოვეს). არბიტრებო გადაწყვიტეთ სამივე მომხმარებელი დატოვეთ ვიკიპედიაში. ოღონდ პასუხი არ დაწეროთ ახლა უკვე გვიან არის (ეს მეც ვიცი — მე მაინტერესებს თქვენი გადაწყვეტილება). 9 მომხრე და აქედან გამომდინარე 9 არბიტრის გადაწყვეტილებას ველოდები. ისე საარბიტრო კომიტეტის წევრების მე უკვე სამი კანდიდატურა მყავს.  
შეიძლება ყავახანის დაბლოკვა არ იყო საჭირო, მაგრამ ალსანდრომ ეს გააკეთა იმისათვის როგორც გიორგიმელამ აღნიშნა "სისხლისმღვრელი კონფლიქტი" დასრულებულიყო. ზოგჯერ ასეთ კამათებს დასასრული არ უჩანს. იმედია ამ გვერდსაც ექნება თავისი დასასრული.
კიდევ იცით რა მაინტერესებს - თეკას დაბლოკვას თუ მოჰყვებოდა საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნის იდეა?
აგრეთვე საინტერესოა რამდენი აქტიური მომხმარებლიდან არის 9 მომხრე?-ცანგალა () 20:42, 23 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ვწუხვარ 2 მოხმარებელი რომ წავიდა, აქამდე არ ვიცოდი. ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ’პრაქტიკამ’ ის არ დაგვანახა ამ კომიტეტის არსებობის შემთხვევაში განსხვავებული შედეგით დასრულდებოდა თუნდაც აღნიშნული შეხლა-შემოხლა თუ აარა. ანუ ერთადერთი კითხვა მაქვს ისევ =) - რა პრევენციულ ზომებს მიმართავს ეს კომიტეტი ისეთს? აქამდე ცნობილი არ იყო ეს მეთოდი? =) სანამ კარგად არ გავერკვევი, ჰო-ს არ ჩავწერ =(--მიშა () 04:16, 24 ივნისი 2009 (UTC) მიშო, ნუ მთხოვ 10 სარჩელის გადათარგმნას. ტუსული და ინგლისური იცი, გადახედე რუსული ან ინგლისური კომიტეტის მუშაობას. ინგლისური, რუსული, იაპონური. თუ ესე გინდა ნაახო კომიტეტი მოქმედებაში, თვალი ადევნე ამ სარჩელს.--გიორგი  , 04:26, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ეხლა კი ცანგალას ვუპასუხებ (რადგან სხვა არავის მოუნდა, კომიტეტის მდივნის ფუნქციას მოვირგებ)-

1. მომხმარებელ ლეოვიცას და მომხმარებელ თეკას დაევალოს სარჩელის მომზადება ფაქქტებითა და წესებზე ბმულებით.
2. მომხმარებელ ლეოვიცას მიეცეს ერთი კვირა თავისი პოზიციის გამყარებისა და დამამტკიცებელი საბუთების მოძიებისთვის.
3. ამ კვირის განმავლობაში სკ კრძალავს მომხ.თეკასა და მომხ. ლეოვიცას შორის ნებისმიერ ურთიერთიბას, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარის ერთმანეთთან ურთიერთობას. სკ-ს პუნქტ მესამის დარღვევის შემთხვევაში, მხარემ უნდა წარმოადგინოს დამამტკიცებელი საბუთები.
4. ზემოთ აღნიშნული 1 კვირის ფარგლებში მომხმარებელ თეკას დაენიშნოს დამრიგებლობის პროცედურა.
5. რადგანაც მომხ. Dato Deutschland-მა თვალყურის დევნის სურვილი გამოთქვა, იგი დაინიშნოს მომხ. თეკას დამრიგებლად. მისი დამატებითი ფუნქციები - განახორციელოს მომხ. თეკას მიერ ბოლო დროს დაწერილი სტატიების შემოწმება და გაასწოროს გრამატიკული/ორთოგრაფიული/სტილისტური შეცდომები.
6. სკ-ს სურს აღნიშნოს, რომ ენის არ ცოდნა არ არის დაბლოკვის კრიტერიუმი. ქართული ენის არ მცოდნეს (ან ცუდად მცოდნეს) მაინც შეუძია ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა და მცირე ზომის სტატიების დაწერა.--გიორგი  , 04:55, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

მე–6 პუნქტში უკვე გამოტალია გადაწყვეტილება, მაშასადამე რა აზრი ექნებოდა ლეოვიზას მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და ბმულებს, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ქართული ენაში მცირე შეცდომებს შეეხებოდა..

გაუგებარია მე–3 პუნქტი ანუ თუ რაიმე სახის ურთიერთობა დამყარდება დაინტერესებულ, ანუ მოდავე პირებს შორის, რომელსაც ეს კომისია კრძალავს, რა ან რისი დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს ამ მხარეებმა?რა საბუთებზე საუბარი ამ კონტრეტულ პუნქტში?

თან ერთი კვირაც ძალიან ბევრია, --ლიკა 05:54, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ა) განაჩენი არ არის გამოტანილი - არ მინდოდა დაწერა, რომ "სასამართლოს სხდომა გადატანილია ერთი კვირით დამადასტურებელი საბუთების მოსაპოვებლად."

ბ) თუ სკაიპი - საუბრის ჩანაწერი. ელ ფოსტა - წერილის კოპია. ტელეფონი - ლაპარაკის ჩანაწერი.შეხვედრა - ვიდეოგადაღება.

გ) ერთი კვირა არაა ბევრი. შესაძლოა იმათთვის, ვისაც ვიკის გარდა საქმე ცოტა აქვს, ბევრია მაგრამ ვინც სხვა საქმიანობასაც ეწევა- სრულად საკმარისია.--გიორგი  , 06:07, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

...ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლება ხომ გვაქვს? ყოველივე ეს ჩამოსაყალიბებელი და მოსაწესრიგებელია, 2 წინადადებით ხომ ვერ შემოვიფარგლებით. იმედია გონვრულად გადაანაწილებთ ამ კომიტეტის შემადგენლობას და მის წევრებად ამჟამინდელ ადმინისტრატორებს არ დანიშნავთ, თორემ ზემდგომი ორგანო აღარ იარსებებს და სრული ტირანია დამყარდება. გაითვალისწინეთ ეს, თუ გსურთ თავად არ გახდეს კონფლიქტების წყარო ეგ თქვენი კომტეტი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს. პირველ რიგში წესდებაა შესადგენი, რათა მოვაწესრიგოთ მისი კომპეტენციის ფარგლები, საქმიანობა და ზოგადად უფლებაუნარიანობა. პირადად მე თანახმა ვარ მის შედგენაში დაგეხმაროთ. იურისტები გვესაჭიროება. --მიშა () 07:01, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

იქნება წესდება მალე --გიორგი  , 07:06, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი, იმედია იგი მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისი იქნება. კიდევ უამრავი შეკითხვა მაქვს, თუმცა წესდების შედგენის შემდგომ დავსვავ. ვინ შეადგებნს ამ უკანასკნელს საინტერესოა? --მიშა () 07:11, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ერთობლივად. ჩონჩხს თუნდაც მე გავაკეთებ (უფრო სწორედ გადავთარგმნი და გავაერთიანებ სხვადასხვა ენებიდან)--გიორგი  , 07:15, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კარგი, ვნახოთ რა გამოვა. რას იტყვი, პრეიუდიციებს მბოჭველი ძალა მივაკუთვნოთ? გადავახტეთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიურ კანონმდებლობას?(საქ. კონსტ. მ. 84, პ. 1) ასეთი რამ დასაშვებია ხომ ვიკიპედიაში? --მიშა () 07:28, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე პოზიტიური კანონმდებლობა რა შუაშია.

ა) ვიკიპედია ვებ-გვერდია საკუთარი წესებით

ბ) ის ამერიკის კანონებს ექვემდებარება, რადგანაც სერვერი აშშ-შია.--გიორგი  , 07:32, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

არ ვიცოდი, კარგი მაშინ, ხელთ გვაქვს ნორმატიული მასალა, ავდგეთ და ვთარგმნოთ, მაგაზე ადვილი რაღაა, მე სულ სხვა რამ მეგონა... ერთი სიტყვით, მოვრჩი დაპოსტვას. დრო როდესაც მექნება, აუცილებლად გადავამოწმებ წესდებას. --მიშა () 07:40, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

როდის მიხვდებით, რომ ტყუილად ირჯებით? ა.

ერთ ადამიანს თუ არ უნდა, დააფიქსიროს თავისი აზრი.გ.

მე გაგაფრთხილე. - ალ-ო      @ 08:05, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ერთი რამ ამიხსენი - ადმინისტრატორს ევალება საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება, არა? გარდა ამისა, საზოგადოების გადაწყვეტილება ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მაღლა დგას (გინდ ადმინისტრატორის, გინდ სკ-ს.)--გიორგი  , 08:39, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

გიორგი, შენი დაწერილი 6 პუნქტიდან გამომდინარე ზუსტად იგივე შედეგი აქვს როგორც ეს გადაწყდა ყავახანაში - თეკა არ დაიბლოკა, ხოლო ლეოვიზამ და ნინო შოშიამ ამ გადაწყვეტილების გამო თავისი სურვილით დატოვა ვიკიპედია. ვიმეორებ თავისი სურვილით. საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილებასაც დარწმუნებული ვარ იგივე შედეგი მოჰყვებოდა. იცოდეთ ვიკიპედიამ მხოლოდ ერთხელ განიცადა დიდი დანაკლისი მომხმარებელი:ავთანდილ სიკვდილით. ასე მეგონა, რომ ქართული ვიკიპროექტს წინსვლა არ ეწერა, მაშინ მხოლოდ 3000 სტატია იყო, ხოლო ამჟამად ქართული ვიკიპედია 30000 სტატიაზე მეტ ითვლის. ამიტომ ცანგალას, თეკას, ალსანდროს, გიორგიმელას და სხვა მომხმარებლების გამო ნუ დატოვებთ ქართულ ვიკიპედიას. და ყველამ ერთად ვიმუშაოთ, ვისწავლოთ კოლეგიალობა. ხოლო საარბიტრაჟო კომიტეტი აუცილებლად შეიქმნება არა იმ დროს როცა ამას კონფლიქტის დროს წამოვიწყებთ, არამედ იმ დროს როდესაც არ არის საჭირო მისი შექმნა (მშვიდობიანი). რადგან მშვიდობიან პერიოდში უფრო გონებას მივენდობით. მისი წევრების წარდგენაში შეცდომებს არ დავუშვებთ. მაგ. ამჟამად ცანგალა წევრი არ იქნება, რადგან მან თეკას დაუჭირა მხარიო ან პირიქით. ამიტომ გიორგიმელას ვთხოვ, მშვიდად სიჩქარის გარეშე მოამზადოს ეს პროექტი თარგმნოს ყველა აუცილებელი სტატია და შემდეგ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ. ამჟამად ინგლ. 14 არბიტრია, რუსულში - 5, გერმანულში - 10. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ ჩვენთაგანს.  ცანგალა () 10:40, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა, მე შენი სახელი პატარა ასოებით ვერ ვწერ, იმიოტომ რომ ეს მართლა დიადი სიტყვებია. Настолько меня душевно тронули, что .... Правда нужно аплодировать им стоя... Спасибо. МЫ ЛЮБИМ ВАС    --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 11:59, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

იუმორი გადაგვარჩენს!!!  ცანგალა () 12:08, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

იუმორი არაა, არც ირონია  --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 12:09, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

რა არის აბა??თეკა უდ. პატისვიცემა გინდოდა რომ გამოგეხატა? --ლიკა 12:17, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

კი, მართლა ძალიან მომეწონა, მართლა მგონი დიადი სიტყვებია --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 12:52, 24 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

პროექტის გვერდ „საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნა“-ზე დაბრუნება.