დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე (დ. 15 სექტემბერი, 1981, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი.

დავით საყვარელიძე
დავით საყვარელიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 4 მარტი, 2015
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

დაბადებული15 სექტემბერი, 1981 (1981-09-15) (43 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ახალ ძალთა მოძრაობა“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობებით. 2009-2010 წლებში იყო თბილისის მთავარი პროკურორი. 2010-2012 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 39,34% მიიღო (10 356 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[2] 2012-2015 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2015 წლის 16 თებერვალს დაინიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. [3] 2016 წელს შეუერთდა უკრაინულ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობას“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება