დავით ბეჟუაშვილი (დ. 19 იანვარი, 1969, მანგლისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1999, 2004, 2008, 2012) წევრი.

დავით ბეჟუაშვილი
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1969 (1969-01-19) (55 წლის)
დაბადების ადგილი მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მაკროეკონომიკა. 1998-1999 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საქგაზში“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ძმა, გელა ბეჟუაშვილი იყო საქართველოს მთავრობის წევრი 2004-2008 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება