გრონინგენი — ქალაქი ნიდერლანდებში, თავისივე სახელწოდების პროვინციის მთავარი მუნიციპალიტეტი და დედაქალაქი.

ქალაქი
გრონინგენი
ნიდერლ. Groningen
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია გრონინგენი
კოორდინატები 53°13′00″ ჩ. გ. 06°33′00″ ა. გ. / 53.21667° ჩ. გ. 6.55000° ა. გ. / 53.21667; 6.55000
მმართველი Koen Schuiling[1]
პირველი ხსენება 1040
ფართობი 83,69 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7 მეტრი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა და Gronings
მოსახლეობა 192 735 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1769 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2469
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 050
საფოსტო ინდექსი 9711–9747
ოფიციალური საიტი groningen.nl
გრონინგენი — ნიდერლანდები
გრონინგენი

190 000 (2012) მცხოვრებით იგი ჩრდილოეთ ნიდერლანდების უმსხვილესი ქალაქია. გრონინგენი საუნივერსიტეტო ქალაქია, ცხოვრობს დაახლოებით 37 000 სტუდენტი.

ქალაქი ჰონდსრუგის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში დაარსდა. უძველესი დოკუმენტები მის არსებობას 1040 წლისთვის იუწყებიან, თუმცა, იგი ბევრად მეტი ხნის წინაც არსებობდა. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაკვალევი ძვ. წ. 3950-3720 წლებს მიეუკუთვ��ება. მიუხედავას ამისა, პირველი მნიშვნელოვანი დასახლებები ძვ. წ. III საუკუნეში გაჩენილა.

XIII საუკუნეში, როცა გრონინგენი ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, ქალაქის ხელმძღვანელობის დავალებით მისმა მაცხოვრებლებმა დასახლებას კედლები შემოავლეს. დიდი იყო ქალაქის გავლენა მიმდებარე მიწებზე და შედეგად, ენის საკუთარი დიალექტი ჩამოაყალიბა. ქალაქის გავლენის ზენიტი XV საუკუნის ბოლოს იყო, როდესაც მეზობელი ფრისლანდიის პროვინცია მას ექვემდებარეობდა.

1614 წელს დაარსდა გრონინგენის უნივერსიტეტი, ძირითადად რელიგიური განათლებისთვის. ამავე პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქალაქის ახალი კედლებიც აშენდა. ამ კედლებმა მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა 1672 წელს, მესამე ანგლო-ჰოლანდიური ომის დროს, როცა ცეცხლით უტევდა მიუნსტერის ეპისკოპოსი ბერნჰარდ ვონ გალენი.

ქალაქი ვერ გაექცა მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელ შედეგებს. 1945 წელს, გრონინგენის ბრძოლაში მთლიანად დაინგრა მთავარი მოედანი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება