გრიგოლ კობახიძე (პედაგოგი)
გრიგოლ კობახიძე (დ. 15 მაისი, 1910, ხეთა — გ. 1990) — ქართველი პედაგოგი, სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი (1979).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1933 წელს. 1930–1936 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში; 1941–1943 წლებში იყო მე–17 საშუალო სკოლის დირექტორი; 1943 წლიდან – ვაჟთა 24–ე საშუალო სკოლის დირექტორი. სკოლა (ამჟამად მე–5 გიმნაზია) კობახიძის სახელობისაა. ავტორია შრომებისა სკოლათმცოდნეობისა და ფიზიკის სწავლების მეთოდიკის დარგებში.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება- იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
- სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი (1979)
- ლენინის ორდენი
- ნ. კ. კრუპსკაიას მედალი
- საპატიო ნიშანი
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 603, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565.