გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი — მუზეუმ-ნაკრძალი გონიოსთან (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა). დაარსდა 1994 წელს. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხესა და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები, ჰიდრავლიკურხრახნიანი იატაკისა და კრამიტის ნიმუშები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება. მუზეუმ-ნაკრძალში დაცულია 17 ათასი ექსპონატი. გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის პარტნიორი ორგანიზაციებია საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, იენის უნივერსიტეტი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 96-97.