გიორგი კვირიკაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი

გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე[1]. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012–2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.[2]

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 2015 – 13 ივნისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიირაკლი ღარიბაშვილი
მემკვიდრემამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 2015 – 29 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითამარ ბერუჩაშვილი
მემკვიდრემიხეილ ჯანელიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 1 სექტემბერი, 2015
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედივერა ქობალია
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული20 აგვისტო, 1967 (1967-08-20) (57 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაახალი მემარჯვენეები (2000-2004)
ქართული ოცნება (2011-2018)
შვილები4
განათლებასამედიცინო უნივერსიტეტი (1991)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995)

ილინოისის უნივერსიტეტი (1998)
სამეცნიერო ხარისხიმაგისტრი
პროფესიაეკონომისტი, ფინანსისტი, ექიმი
საქმიანობაპოლიტიკოსი და ბიზნესმენი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით. 1998 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ილინოისის უნივერსიტეტში. 1993–1996 წლებში მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში, 1996–1997 წლებში იყო „Trade Invest Bank-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 1998 წელს კვლავ გაერთიანებული ქართული ბანკში მუშაობდა, იყო ერთ-ერთი დირექტორი.

1999 წელს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წელს გამოეყო მოქალაქეთა კავშირს სხვა ადამიანების ჯგუფთან ერთად და იყო გახდა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2001–2002 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიჰყავდა კორპორატიული ფინანსების სალექციო კურსი.

2004 წლიდან დაუბრუნდა საბანკო სექტორს. 2004–2006 წლებში იყო პირველი კომერციული ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი. 2006–2011 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. 2012–2015 წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. 18-11-2016-დან — 30-11-2016-მდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2018 წლის 14 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა მიმოწერა, რომელშიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების“ წევრთა ჩატი იყო. წერილები ასახავდა დაპირისპირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შორის.[3] 2018 წლის 15 აპრილს აღნიშნულთა დაკავშირებულ კითხვაზე კახა კალაძემ განაცხადა რომ კობახიძესა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს.[4]

2018 წლის 13 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოწყობილი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. ამ შესახებ კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვერა ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2012 – 2015
შემდეგი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
წინამორბედი:
თამარ ბერუჩაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2015
შემდეგი:
მიხეილ ჯანელიძე
წინამორბედი:
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2015 - 2018
შემდეგი:
მამუკა ბახტაძე