გიორგი დემეტრაძე (დ. 26 სექტემბერი, 1976, ლანჩხუთი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა ორი უცხო ქვეყნის ბომბარდირობა და პირველი და ერთადერთი ქართველი ვინც ორჯერ გახდა უცხო ქვეყნის ბომბარდირი.

გიორგი დემეტრაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი დემეტრაძე
დაბადების
თარიღი
26 სექტემბერი, 1976 (1976-09-26) (48 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1994 კახეთი თელავი 31 (16)
1994–1997 დინამო თბ. 67 (51)
1997–1998   ფეიენოორდი 8 (0)
1998–1999 ალანია 43 (35)
2000 დინამო კიევი 26 (15)
2001 რეალ სოსიედადი 13 (1)
2002   ლოკომოტივი 6 (0)
2002   ალანია 16 (6)
2003–2005 მეტალურგი 67 (30)
2005   ალანია 11 (2)
2006   მაკაბი 13 (3)
2006–2007 მეტალურგი 16 (2)
2007–2008 არსენალი კიევი 18 (3)
2008–2009 სკ ბაქო 10 (2)
2009–2010 ცხინვალი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
1996–2007 საქართველო 56 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

გიორგიმ 1994 წელს კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“, მას შემდეგ რაც 2 სეზონი გაატარა თელავის „კახეთში“. „დინამო“ შემადგენლობაში გახდა უმაღლესი ლიგის ბომბარდირი.

1997 წელს დემეტრაძე გადავიდა როტერდამის „ფეიენორდში“, სადაც ტრავმამ შეზღუდა მისი სათამაშო დრო, ნიდერლანდებში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გადავიდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის „ალანიაში“, რომელთან ერთადაც 1999 წელს გახდა რუსეთის პრემიერ ლიგის ბომბარდირი. 2000 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“ და გახდა უკრაინის ჩემპიონი. ამ პერიოდში მან ხელიდან გაუშვა აშკარა საგოლე მომენტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში, რასაც ინგლისელების შეჯიბრიდან გამოთშვა შეიძლებოდა მოყოლოდა.

2006 წელს, „რეალ სოსიედადში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გიორგი დბრუნდა რუსეთში, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხოლო მეორე ნახევარი „ალანიაში“.

2003 წელს დაბრუნდა ისევ უკრაინაში და თამაში განაგრძო დონეცკის „მეტალურგში“, სადაც 2,5 სეზონი გაატარა, მეორე სეზონში კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გატანილი ბურთით, ამ შედეგით იგი შეიქმნა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა 2 უცხო ქვეყნის ბომბარდირობა და ასევე პირველი ქართველი, ვინც ორჯერ გახდა უცხო ქვეყნის ბომბარდირი. 2005 წლის შუაში იგი გადავიდა „ალანიაში“ მესამედ. ალანიის უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა თელ-ავივის „მაკაბთან“. 2005 წელს მას მოუწია სამ სხვადასხვაენოვან გუნდში თამაში. 2007 წელს იგი დაბრუნდა უკრაინაში, ამჯერად კიევის „არსენალში“. ერთი წლის შემდეგ გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ „ბაქოსთან“.

კარიერის დასასრული

რედაქტირება

2010 წლის ივლისში დემეტრაძე დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა, ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო.[1] 2013 წლის 13 იანვარს მან ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.[2]

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
 
1996 3 0
1998 2 0
1999 5 0
2000 5 0
2001 3 2
2002 5 2
2003 7 0
2004 5 2
2005 9 5
2006 6 1
2007 6 0
ჯამში 56 12

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Лучшего бомбардира чемпионата России осудили в Грузии на шесть лет რუსული. Vzglyad Newspaper (23 March 2011).
  2. Former footballer Giorgi Demetradze leaves prison ინგლისური. InterPressNews (13 January 2013).