ზაზა გაბუნია
ზაზა გაბუნია (დ. 23 აპრილი, 1984, ქუთაისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მწერალი. მადრიდის სენეკას ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, მონტერეის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მეხიკოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის დიდი პრემიის მფლობელი. 2021 წლის 10 სექტემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში.[6][2][7][8]
ზაზა გაბუნია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 აპრილი, 1984[1] |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება |
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი თბილისის სასულიერო სემინარია მადრიდის სენეკას ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | |
საქმიანობა | დიპლომატი, პოლიტიკოსი, მწერალი |
მეუღლე/ები | ნუცა შავლაძე[2] |
შვილ(ებ)ი | 3 |
ჯილდოები |
მეხიკოს ლათინოამერიკული უნივერსიტეტის ჯილდო „დიპლომატიაში გამორჩეული და ბრწყინვალე მიღწევებისათვის“[3] მეხიკოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის დიდი პრემია[4] „რა? სად? როდის?" ბროლის ბუ[5] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზაზა გაბუნია დაიბადა 1984 წლის 23 აპრილს, ქუთაისში.[2] 2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 2005-2007 წლებში იყო საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ გადაცემის წამყვანი. 2006-2007 წლებში გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.[9] 2007-2008 წლებში იყო „გაერთიანებული ოპოზიციის“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი. 2008-2009 წლებში იყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე.[10]
2008–2009 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2004-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2003-2007 წლებში დაასრულა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით.
2010 წელს ზაზა გაბუნია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ამავე მოწვევის საკრებულოში, 2013 წელს დაიკავა ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა ჯაბა სამუშიასთან ერთად).[10][11] 2014–2016 წლებში ― თბილისის მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი.[9][12]
2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი[7] (თბილისის თემქის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2017-2020 წლებში იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.[9][12]
2022 წელს ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით მექსიკაში „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვანი თარგმანი გამოიცა.[13][14][15]
2023 წლის 29 მარტს მეხიკოში, ლათინოამერიკული უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა „დიპლომატიაში გამორჩეული და ბრწყინვალე მიღწევებისათვის“.[3]
2024 წელს „საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰუმანიზმში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“ მეხიკოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის დიდი პრემია გადაეცა.[4]
გამოქვეყნებული აქვს რომანი „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“[16] და პუბლიცისტური წერილების კრებული „პუბლიცისტური მოდუს ვივენდი“[17]. არის ელიტარული ინტელექტკლუბის, „რა? სად? როდის?“, ბროლის ბუს მფლობელი.[5]
ფლობს ინგლისურ, ესპანურ, რუსულ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაზა გაბუნია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზაზა გაბუნია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პარლამენტი. ზაზა გაბუნია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2023. ციტირების თარიღი: 21 April 2023.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 საჯარო სამსახურის ბიურო. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ზაზა გაბუნია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 21 April 2023.
- ↑ 3.0 3.1 Ipress.ge. ზაზა გაბუნია დიპლომატიაში "გამორჩეული და ბრწყინვალე მიღწევებისათვის" დაჯილდოვდა. ციტირების თარიღი: 21 April 2023.
- ↑ 4.0 4.1 Interpressnews.ge. ელჩ ზაზა გაბუნიას 1828 წელს დაარსებული მეხიკოს უნივერსიტეტის (UAEM) პრემია გადასცეს. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2024.
- ↑ 5.0 5.1 ზაზა გაბუნია ელიტარული ინტელექტკლუბის — რა? სად? როდის? ბროლის ბუს მფლობელი გახდა. Ipress.ge (12 იანვარი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023.
- ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მექსიკის შეერთებულ შტატებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 21 April 2023.
- ↑ 7.0 7.1 ინტერპრესნიუსი. ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ციტირების თარიღი: 21 April 2023.
- ↑ reginfo.ge. ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ციტირების თარიღი: 22 April 2023.
- ↑ 9.0 9.1 9.2 რადიო თავისუფლება. ზაზა გაბუნია დანიშნეს საქართველოს ელჩად მექსიკაში. ციტირების თარიღი: 22 April 2023.
- ↑ 10.0 10.1 „ზაზა გაბუნია დანიშნეს საქართველოს ელჩად მექსიკაში“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს“. პუბლიკა. 20 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 12.0 12.1 საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში. ზაზა გაბუნია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ციტირების თარიღი: 22 April 2023.
- ↑ მექსიკის ქალაქ გვადალახარაში ესპანურად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართა. Imedinews.ge (22 აპრილი, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-22. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2023.
- ↑ Ipress.ge. ზაზა გაბუნია: მექსიკაში ვეფხისტყაოსანი გამოიცემა. ციტირების თარიღი: 22 April 2023.
- ↑ საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში. „ვეფხისტყაოსანის“ ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. ციტირების თარიღი: 22 April 2023.
- ↑ გაბუნია, ზ. (2019). მონოლოგი სარწეველა სკამიდან. თბილისი: გამომცემლობა ინტელექტი. ISBN 9789941310416.
- ↑ გაბუნია, ზ. (2010). პუბლიცისტური მოდის ვივენდი. თბილისი: შპს „7 ციცერო“. ISBN 978-9941-0-2882-3.