ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი (ყოფ. ბოლნისის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს ისტორიული ქვემო ქართლის ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს (ფოლადაურის აუზი) და ქვეშის ხევს (მაშავრის ქვემო დინება).
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოლნისის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლი | ||||
ადმ. ცენტრი | ბოლნისი | ||||
კოორდინატები | 41°26′58″ ჩ. გ. 44°32′31″ ა. გ. / 41.44944° ჩ. გ. 44.54194° ა. გ. | ||||
მერი | დავით შერაზადიშვილი | ||||
დაარსდა | 1930[1] | ||||
ფართობი | 806.92 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 53 590 (2014)[2] | ||||
სიმჭიდროვე | 66 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 63,38 % ქართველები 30,91 % სომხები 5,02 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 358[4] | ||||
საფოსტო ინდექსი | 1100[5] | ||||
ოფიციალური საიტი | http://bolnisi.gov.ge/ | ||||
| |||||
1930 წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1930 წლიდან გამოეყო ცალკე რაიონად. 1943 წლის 3 აპრილამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი, 1963-1966 წლებში იმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. 1966 წელს გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით.
2014 წლის აღწერით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 53 590 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 98 კაცი კმ²-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) საკმაოდ აღემატება. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 12 700 ადამიანს.[6]
მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა (მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, კვარციტის საწარმო, ღვინის ქარხნები), მცირე მეწარმეობა (ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავების გაფართოება და ტურიზმის განვითარება. მუნიციპალიტეტში ოთხი ძირითადი ფერმერული მეურნეობაა განვითარებული: მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და მევენახეობა.[6]
გეოგრაფია
რედაქტირებაბოლნისის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ესაზღვრება დმანისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტით, ხოლო სამხრეთით სომხეთის რესპუბლიკით. მუნიციპალიტეტის ფართობია — 804,2 კმ².
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ვაკეებითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთი კიდე — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთით. ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; ხოლო მთისწინეთში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში 12 °C შეადგენს.
წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,3 °C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი — 23,3 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს, ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).[6]
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდი მდინარეებია ხრამი და მაშავერა. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ასევე არის რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნური ტბა.[6]
რელიეფი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში შემოდის ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთა. ლოქის ქედი მცირე კავკასიონის მთათა სისტემაში შედის. მისი ოროგრაფიული აღნაგობა გარდიგარდმო ხეობების სიმრავლით ხასიათდება. აგებულია იურული და ცარცული ასაკის კირქვებით, ქვიშაქვებით და ვულკანოგენური წყებებით, ასევე პალეოზოური გრანიტოიდებითა და მიოცენის გრანოდიორიტული ინტრუზიებით. ლოქის ქედზე ფართოდ ვხვდებით სტრუქტურულ, ეროზიულ და დენუდაციური რელიეფის ფორმებს.
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდინარეების მაშავერასა და ხრამის შუამდინარეთში გაწოლილია დისველის პლატო (ზომები 19X3 კმ). იგი ქვემო ქართლის პლატოს შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს მის სამხრეთ ნაწილს. დისველის პლატო ორმხრივადაა დახრილი აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ. აღმოსავლეთით პლატოს სიმაღლე 500 მ-ს უდრის, ხოლო დასავლეთ მხარეზე 800-850 მ-ს. დისველის პლატოს სამხრეთი კიდე შემოსაზღვრულია შინდლარის მასივით. ციცაბოდ სწყდება ქვემო ქართლის ვაკისა და აგრეთვე მდინარე მაშავერას ხეობისაკენ. დამახასიათებელია თითქმის ჰორიზონტალური რელიეფი.[7]
მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში იჭრება ჯავახეთის ზეგნის აღმოსავლეთ კალთა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია ქვემო ქართლის ალუვიურ ვაკეს, რომელიც შეადგენს მტკვარ-არაქსის დაბლობის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს და განვითარებულია მთათაშორის ტექტონიკურ დეპრესიაში. ქვემო ქართლის ვაკე აგებულია ახალგაზრდა კონტინენტური ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნალექებით, საფუძვლად კი უდევს სარმატული ასაკის დისლოცირებული ნალექები.[7]
შიგა წყლები
რედაქტირებაბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიდა წყლებით მდიდარია.
ჩრდილოეთში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვართან დიდ მანძილზე მიედინება მდინარე ხრამი, რომელიც წარმოადგენს მტკვრის მარჯვენა შენაკადს. ხრამის ხეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს განყობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისაგან. მდინარე ხრამი საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. რაიონის ფარგლებში ხრამის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე საღზაღანისწყალი (უერთდება მარჯვნიდან).
მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი მდინარეა მაშავერა, რომელიც აქ დმანისის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება. მაშავერა მუნიციპალიტეტის ფარგლებში მიედინება სოფელ ბალიჭიდან დაახლ. სოფელ ქვემო ქოშაქილისამდე. მაშავერა იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. იგი ხრამის მარჯვენა შენაკადია. მაშავერას ხეობა ამოვსებულია თიხნარებითა და რიყნარებით, ამიტომაც მას ბრტყელი და დატერასებული ფსკერი ახასიათებს. მაშავერას ხეობაში ტერასები კარგადაა გამოხატული ბოლნისთან, სადაც ხეობის ბრტყელი ფსკერის სიგანე 2-3 კმ აღწევს. მაშავერას ხეობაში ჩამოწოლილია ასევე ლავური ღვარები.[7] მუნიციპალიტეტის ფარგლებში მაშავერას მთავარი შენაკადებია: ბოლნისისწყალი და ტალავრისწყალი.
ბოლნისისწყალი (სიგრძე 42 კმ) ზღვის დონიდან 1670 მ-ზე იწყება და მის სათავედ ლოქის ქედი გვევლინება. ბოლნისისწყლის ხეობა მის შუა და ზემო ნაწილში ტყიანია, ამასთანავე იგი შედარებით ფართოცაა. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი 1,52 მ³/წმ. ბოლნისისწყლის მთავარი შენაკადებია: ლოქისწყალი (მარცხ.) და ახქერფისწყალი (მარჯვ.).
მდინარე ტალავრისწყალი (სიგრძე 21,7 კმ) იწყება ზღვის დონიდან 1323 მ-ზე. ტალავრისწყალი მაშავერას მარჯვნიდან უერთდება სოფელ იმირასანის ახლოს. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. ზაფხულის პერიოდში იგი ხშირად შრება ხოლმე. მდინარის შუა და ზემო წელში ხეობა ტყიანია. სოფელ ფახრალოდან ტალავრისწყალი ვაკეზე გამოდის და რამდენადმე ფართო კალაპოტით ხასიათდება.
მუნიციპალიტეტის ფარგლებში მაშავერა იერთებს ასევე მდინარეებს მამუთლისხევს და ბალიჭისწყალს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არის ასევე სამკურნალო სუფრის მინერალური წყარო „ბოლნისი“.
მუნიციპალიტეტში არის რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნური ტბაც.
ჰავა
რედაქტირებაბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ჰავის ორი ძირითადი ტიპი: 1) მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით და 2) ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით.
ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ზომიერად თბილი სტეპების ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 400-500 მმ წელიწადში.
მთისწინეთებზე განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (3-5 °C) და ცხელი ზაფხული (23-28 °C). ქალაქ ბოლნისში (ზღვის დონიდან 560 მ-ზე) საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, იანვრის 0,3 °C ნალექები 572 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია (86 მმ) ხოლო მინიმუმი დეკემბერში (21 მმ).
ნიადაგები
რედაქტირე���აბოლნისის მუნიციპალიტეტის მთისწინეთის ზონაში განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, თიხნარებსა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე ტყის ყომრალი ნიადაგია განვითარებული. ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე გვხვდება გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი. ვაკე ტერიტორიაზე გაბატონებულია წაბლა და დამლაშებული ნიადაგები.
დიდი ფართობი უჭირავს ასევე მუქ წაბლა კარბონატულ ნიადაგებს. მდინარეთა გასწვრივ განვითარებულია ალუვიურ-კარბონატული ნიადაგი.
ლანდშაფტები
რედაქტირებაბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
- უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური ვაკე წაბლა და დამლაშებული ნიადაგებით;
- ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგებით;
- ფართოფოთლოვანი ტყეები ტყის ყომრალი ნიადაგებით;
- დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარითა და ტყის ყომრალი ნიადაგებით;
- ჭალის ანუ ტუგაის ტყე ალუვიურ-კარბონატული ნიადაგებით.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაფლორა
რედაქტირებატყესა და ბუჩქნარს უკავია ტერიტორიის 50%. ვაკე ტერიტორიაზე ძირითადი მცენარეებია იონჯა, ურო, კუტი ბალახი, წიწმა ტასელი, ფარსმანდუკი და სხვ. მეორეული უროიანი ველი უმთავრესად კალთებს აკრავს და ყველაზე მეტად ქალაქ ბოლნისის მიდამოებშია გამოხატული. შემაღლებულ ადგილებში გვხვდება უროიან-ვაციწვერიანი დაჯგუფებები.
ზღვის დონიდან 750-900 მ სიმაღლეზე დიდ ფართობზე გავრცელებულია ძეძვი, შავჯაგა და ქართული ნუში. ნატყევარ ადგილებში ძეძვთან ერთად იზრდება ჯაგრცხილა, ქართული მუხა, კუნელი, ნეკერჩხალი და კვრინჩხი.
ლოქის ქედზე გავრცელებულია ფართოფოთლოვანი ტყეები. ჭარბობს მუხა, რცხილა და წიფელი. ზედა კალთებზეა წიფლნარი, ქვედაზე კი მუხნარი. მდინარეების ხრამისა და მაშავერას ხეობებში ხარობს აკაკი, თელა, ნეკერჩხალი და სხვ. მდინარეთა სანაპიროებზე ჩამოყალიბებულია ჭალის ტყეები, სადაც ძირითადად იზრდება ტირიფი, თელა, ჭალის მუხა, ვერხვი და წნორი.
ფაუნა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში გავრცელებულია ველისა და ტყის ცხოველები. ვაკეზე ბინადრობს ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, სტეპის თაგვი; ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, მგელი, ტურა, კვერნა, მელა, შველი; მდინარეთა ხეობებშია წავი.
ორნითოფაუნა უხვადაა წარმოდგენილი, აღსანიშნავია კაჭკაჭი, ყარყატი, ყვავი, შოშია, მწყერი, ჩიტბატონა, გნოლი, კაკაბი, ტყის ქათამი და გარეული ინდაური (ეს უკანასკნელი მცირე რ��ოდენობითაა მთელ საქართველოში).
მუნიციპალიტეტში ბევრია ქვეწარმავალი. არის გველი (მ.შ. ანკარასებრთა ოჯახში შემავალი სახეობები), ხვლიკი, კუ და სხვ. მდინარეები მდიდარია თევზით (მურწა, კალმახი, ხრამული, ლოქო, კობრი, გველანა, ჭანარი და ა.შ.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რიცხოვნობა — 53 590 კაცი; სიმჭიდროვე — 66 კაცი კვ. კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 46 სოფელი. დიდი სოფლებია: ტალავერი 6,9 ათასი მოსახლე, ქვემო ბოლნისი — 6,7 ათასი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას 63,38 %-ით აზერბაიჯანელები შეადგენენ, 30,91 % – ქართველები, 5,02 % – სომხები.
აღწერის მონაცემები
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 81 920 |
2002 | 74 243 |
2014 | 53 590 |
2021[8] | 56 000 |
მმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებამუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:[9]
- ქალაქი (1) — ბოლნისი
- თემები (11) — თამარისი, კაზრეთი, აკაურთა, ბოლნისი, დარბაზი, მამხუტი, ნახიდური, რატევანი, ტალავერი, ქვეში, რაჭისუბანი.
- სოფელი (3) — ტანძია, ქვემო ბოლნისი, დისველი.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[10] | 2021[11] | ამჟამინდელი საკრებულო | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 28 | 30 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 6 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 30 | 36 |
სიმბოლიკა
რედაქტირებადროშა
რედაქტირებაბოლნისის დროშა არის მართკუთხა მეწამული ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრში მდებარეობს წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი, ზომით დროშის სიმაღლის 2:3. დროშის პროპორცია არის 2:3.[12]
გერბი
რედაქტირებაბოლნისის გერბის მეწამულ ფონზე ჩასმულია ვერცხლის წრეში ვერცხლისვე ბოლნური ჯვარი, გერბის ზედა ნაწილში მოთავსებულია ქართული ქალაქური გვირგვინი, ხოლო გერბის ქვედა ნაწილში მრგვლოვანი დამწერლობით დატანილია გერბის დევიზი - ბოლნისი.[12]
ეკონომიკა
რედაქტირებაწამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ღვინის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილისი-ერევნის მაგისტრალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, ტუფი. მადნეულის პოლიმეტალების საბადო.
კულტურა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში 57 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 33 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახალხო) და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის). ბოლნ��სიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია MW.
ხუროთმოძღვრული ძეგლები
რედაქტირებაბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს 120-ზე მეტი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა წინათ ბოლნისი. აქაურ მიწებზე არის სხვადასხვა საუკუნის ეკლესიები და ციხესიმაგრეები. ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლნისის სიონი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა სოფელ ბოლნისში. ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493 წწ. ბოლნისის სიონის წარწერები – ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშთაგანია. ბოლნისის სიონში პირველად ქართულ არქიტექტურაში გვხვდება რელიეფური სკულპტურული გამოსახულებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი).
აღსანიშნავია ასევე წუღრუღაშენის მონასტერი (1213-1222 წწ), რომელიც მდინარე ბოლნისისწყლის ნაპირზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტში მდებარეობს ვანათის ტაძარი, რომელიც ძლიერ დანგრეულია. აშენებულია V-VI სს. შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. საყურადღებოა აკაურთის ეკლესიაც. მნიშვნელოვანია აგრეთვე ხუროთმოძღვრული ძეგლი აკვანების ეკლესია (აგებულია VI-VII სს.), რომელსაც სამხრეთიდან ეგვტერი აქვს მიშენებული.
სოფელ ტანძიაში შემონახულია ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევები. ერთი ეკლესია აუგია პაპუნა ორბელიანს 1670 წელს, ხოლო მეორე მდივანბეგ ვახტანგ ორბელიანს 1683 წელს.
ქალაქ ბოლნისის ჩრდილოეთით არის ნასოფლარი ყორანთა, რომელიც პირველად წყაროებში იხსენიება 1393 წელს. მთის წვერზე დგას ეკლესია.
ციხესიმაგრებიდან მნიშვნელოვანია ქვეშის ციხე, ქოლაგირის ციხე, ბერდიკის ციხე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სულხანიშვილი ნ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 453-454.
- უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის საიტზე დაარქივებული 2016-03-13 საიტზე Wayback Machine.
- გაზეთი ბოლნისი დაარქივებული 2014-05-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20140516213043/http://bolnisi.ge/#!lang/ka/cat/about_bolnisi
- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ csem.ge
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2014-12-01.
- ↑ 7.0 7.1 7.2 მარუაშვილი ლ. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 262-268 თბ. 1964.
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 21-22. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-17[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 27-29. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-06-17[მკვდარი ბმული]
- ↑ 12.0 12.1 საქართველოს გერბების აღწერილობა, ბოლნისი.