ბერდი (სომხ. Բերդ) — ქალაქი სომხეთში, ტავუშის ოლქში. მდებარეობს მდინარე ტავუშის მარცხენა ნაპირზე, ერევნიდან 211 კილომეტრში. ქალაქი გარშემორტყმულია დაბალი მთებით.

ქალაქი
ბერდი
Բերդ
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი ტავუშის ოლქი
კოორდინატები 40°52′51″ ჩ. გ. 45°23′30″ ა. გ. / 40.88083° ჩ. გ. 45.39167° ა. გ. / 40.88083; 45.39167
დაარსდა 898
ფართობი 3.5 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 930 მეტრი
მოსახლეობა 9 095 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (267)
საფოსტო ინდექსი 4201
საავტომობილო კოდი 5
ბერდი — სომხეთი
ბერდი

ქალაქთან ახლოს მდებარეობს ტავუშის ციხესიმაგრის (X ს) ნანგრევები, ნორ-ვარაგავანკისა და ხორანაშატის ეკლესიები (XII საუკუნე).

ბერდი არის სოფლის მეურნეობის ცენტრი. ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ ხილი, თამბაქო და სხვა კულტურები. განვითარებულია რძისა და ხორცის მეურნეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება