ანტუან ანრი ბეკერელი

ანტუან ბეკერელი (ფრანგ. Henri Becquerel; დ. 15 დეკემბერი, 1852, პარიზი — გ. 25 აგვისტო, 1908, ბრეტანი) — ფრანგი ინჟინერი, ფიზიკოსი, 1903 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში და პირველი ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა რადიოაქტივობა. რადიოაქტივობის აღმოჩენაში მას ეხმარებოდნენ პიერ კიური და მარი სკლოდოვსკა-კიური[25], ამიტომ ნობელის პრემია ბეკერელთან ერთად მათაც მიიღეს. SI სისტემაში მისი სახელი (Bq) ეწოდა რადიოაქტივობის ერთეულს[26].

ანტუან ანრი ბეკერელი
ფრანგ. Antoine Henri Becquerel
დაბ. თარიღი 15 დეკემბერი, 1852(1852-12-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი პარიზი[12] [13]
გარდ. თარიღი 25 აგვისტო, 1908(1908-08-25)[1] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] (55 წლის)
გარდ. ადგილი manoir de Pen Castel, კრუასიკი
დასაფლავებულია manoir de Pen Castel
მოქალაქეობა საფრანგეთი[14]
საქმიანობა ფიზიკოსი[15] , ინჟინერი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული ფიზიკოსი და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი პოლიტექნიკური სკოლა[16] , ბუნებისმეტყველების ეროვნული მუზეუმი (პარიზი)[17] და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა[18]
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი, პოლიტექნიკური სკოლა[16] და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა
განთქმული მოსწავლეები მარი სკლოდოვსკა-კიური
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების ბაკალავრი[18] და მეცნიერებათა დოქტორი[18]
მეუღლე Louise Lorieux[13] და Lucie Jamin
მამა ედმონდ ბეკერელი[19]
შვილ(ებ)ი ჟან ბეკერელი[19]
ნათესავ(ებ)ი პოლ ბეკერელი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[20] [21] , ჰელმჰოლცის მედალი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[22] , რუმფორდის მედალი[23] , La Caze Prize of the Academy of Sciences, ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[24]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტუან ბეკერელი დაიბადა 1852 წლის 15 დეკემბერს პარიზში, მდიდარ ოჯახში. მისი ოჯახის წარმომავლობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ფიზიკას: ბეკერელის ბაბუა (ანტუან სეზან ბეკერელი), მამა (ალექსანდრ-ედმონდ ბეკერელი) და შვილი (ჟან ბეკერელი) იყვნენ ფიზიკოსები[27]. იგი სწავლობდა საინჟინრო პოლიტექნიკურ სკოლაში. 1874 წელს ბეკერელი დაქორწინდა ლუსი მარი ჟამენზე, რომელიც მათი შვილის, ჟანის დაბადების დროს გარდაიცვალა[28]. 1880 წელს ჟამენი მეორედ დაქორწინდა ლუის დესირ ლორექსზე[29].

1894 წელს ბეკერელი მუშაობდა ხიდებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში ინჟინრად. მოგვიანებით მან დაიწყო საკუთარი ადრეული ექსპერიმენტების ჩატარება და ინჟინრობას თავი დაანება. ბეკერელმა ადრეულ წლებშივე შეისწავლა დედამიწის მაგნიტური ველი[30].

1900 წელს ბეკერელმა გაზომა ბეტა ნაწილაკების პარამეტრები, და მიხვდა რომ მათ ჰქონდათ იგივე ზომები, როგორიც აქვს მაღალსიჩქარიან ელექტრონს, რომელიც ტოვებს ბირთვს[31][29]. 1901 წელს მანვე აღმოაჩინა შემდეგი ფაქტი: რადიოაქტიურობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მედიცინაში. ამ აღმოჩენამ გამოიწვია რადიოთერაპიის წარმოქმნა და განვითარება (რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ)[31].

ბეკერელს რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ დიდი ხნით სიცოცხლე არ დასცალდა. იგი გარდაიცვალა 1908 წლის 25 აგვისტოს 55 წლის ასაკში, ბრეტანის რეგიონში (საფრანგეთი)[30]. მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო უცნობი დაავადებით, მაგრამ იყო შეტყობინება, რომ მან მიიღო დამწვრობა რადიოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებით[32].

1889 წელს ანტუან ბეკერელი გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი[31]. 1900 ბეკერელმა მოიპოვა რუმფორდის მედალი ურანის რადიოაქტიურობის აღმოჩენისათვის და ამავე წელს გახდა საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[33][30]. ბეკერი 1901 წელს ასევე დაჯილდოვდა ბერლინ-ბრანდერბურგის სამეცნიერო და ჰუმანიტარული აკადემიის მედლით[34]. 1905 დაჯოლდოვდა აშშ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ბერნარდის მედლით[35]. 1906 წელს ბეკერელი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1908 წელს არჩეულ იქნა ამავე აკადემიის მუდმივ მდივნად[36]. იგი სიცოცხლეშივე აირჩიეს ბერლინის სამეფო აკადემიის პატივსაცემი წევრად. ბეკერელის სახელის პატივსაცემად მთვარეზე და მარსზე არსებულ კრატერებს ეწოდა ბეკერელის კრატერები[37][38].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Antoine Henri Becquerelministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Badash L. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. Base biographiqueBIU Santé.
  12. Беккерель Антуан Анри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. 13.0 13.1 https://www.famousscientists.org/henri-becquerel/
  14. RKDartists
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #119559633 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. 16.0 16.1 გერმანული ვიკიპედია — 2001.
  17. English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  18. 18.0 18.1 18.2 NNDB — 2002.
  19. 19.0 19.1 А. Рабинович Беккерель // Барыкова — Бессалько — 1927. — Т. 5.
  20. The Nobel Prize in Physics 1903Nobel Foundation.
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  22. Léonore databaseministère de la Culture.
  23. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  24. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 29.
  25. "The Discovery of Radioactivity" დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine. . Berkeley Lab.
  26. "BIPM - Becquerel" დაარქივებული 2019-05-25 საიტზე Wayback Machine. . www.bipm.org. Retrieved 13 April 2018.
  27. Henri Becquerel . [S.l.]: Great Neck Publishing. 2006. ISBN 9781429816434. OCLC 1002022209
  28. Karbowski, Andrzej (2012)."Biography: Henri Antoine Becquerel (1852 – 1908)" დაარქივებული 2018-04-06 საიტზე Wayback Machine. (PDF). Storytelling @ Teaching Model. Retrieved 13 April 2018.
  29. 29.0 29.1 "Henri Becquerel - Biography, Facts and Pictures" . www.famousscientists.org. Retrieved 6 March 2018.
  30. 30.0 30.1 30.2 Henri Becquerel – Biographical. Nobelprize.org.
  31. 31.0 31.1 31.2 Badash, Lawerence (2018). "Henri Becquerel" . Encyclopædia Britannica. Retrieved 6 March 2018.
  32. "Benchmarks: Henri Becquerel discovers radioactivity on February 26, 1896" . EARTH Magazine. 5 January 2012. Retrieved 13 April 2018.
  33. "Rumford Medal" . royalsociety.org. Retrieved 12 March 2018.
  34. "Henri Becquerel" . www.nndb.com. Retrieved 25 April 2018.
  35. "Becquerel, Henri, 1852-1908". history.aip.org. Retrieved 12 March 2018.
  36. Sekiya, Masaru; Yamasaki, Michio (January 2015). "Antoine Henri Becquerel (1852–1908): a scientist who endeavored to discover natural radioactivity". Radiological Physics and Technology. 8: 1–3 – via Springer Link.
  37. "Planetary Names: Crater, craters: Becquerel on Mars". planetarynames.wr.usgs.gov. Archived fromthe original on 14 April 2018. Retrieved 13 April 2018.
  38. "Becquerelite: Becquerelite mineral information and data". www.mindat.org. Retrieved 13 April 2018.