ანკარის მეტროპოლიტენი
ანკარის მეტროპოლიტენი (თურქ. Ankara Metrosu) — თურქეთის დედაქალაქ ანკარის მეტროსისტემა. დღევანდელი სწრაფი სატრანზიტო სისტემა შედგება ორი ხაზისგან, რომელთაც Ankaray და Ankara Metro ეწოდება, ამას გარდა არსებობს საგარეუბნო რკინიგზა. სამი დამატებითი ხაზი ამჟამად შენდება, დანარჩენები კი იგეგმება მომდევნო გაფართოებისას.
ისტორია
რედაქტირებაანკარის მეტროპოლიტენი 1997 წელს გაიხსნა ქალაქის ცენტრში და ქიზილაის უბნიდან ჩრდილო-დასავლეთით ბათიქენთის გარეუბნის მიმართულებით გადის. ხაზი 14.7 კმ (6.5 კმ მიწისქვეშ, 4.5 მიწისზევით, ხოლო დაჩენილი 3.7 კმ ესტაკადებზე) სიგრძისა და 12 სადგურისგან შედგება.
ანკარის მეტროპოლიტენი ტორონტოს მეტროპოლიტენის H6-ის მოდელის Bombardier-ის მოდიფიცირებულ ვაგონებს იყენებს. სისტემაში სულ 108 ვაგონია, 36 შემადგენლობად იყოფა თითო სამი ვაგონით. ხუთვაგონიანი შემადგენლობა პიკის საათებში გამოიყენება. ვაგონებში დასაჯდომები პლასტმასისგან არის დამზადებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანკარის მეტროს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-08-07 საიტზე Wayback Machine. (თურქულად)
- ქსელის დეტალური მიმოხილვა, სურათები, მეტროს რუკა დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Ankaray-ის ოფიციალური ტექნიკური აღწერილობა დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისურად)
- მეტროს მიმოხილვა დაარქივებული 2007-09-25 საიტზე Wayback Machine.