ამბროლაური
ამბროლაური[6] — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2047 ადამიანი (2014 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, მუზეუმი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ამბროლაური | |||||
ამბროლაურის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 42°31′10″ ჩ. გ. 43°09′00″ ა. გ. / 42.51944° ჩ. გ. 43.15000° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | XVII საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||||
ფართობი | 1.6 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 550 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 2047[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 439[3] | ||||
საფოსტო ინდექსი | 0400[4] | ||||
ოფიციალური საიტი | ambrolauri.gov.ge | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაგაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, ტყიბულიდან 43 კმ., ქუთაისიდან 96 კმ, თბილისიდან 240 კმ. რელიეფი მთაგორიანია, ჰავა ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,2 °C, იანვრისა -0,3 °C, აგვისტოსი 22,1 °C. ნალექები 1075 მმ წელიწადში.
ისტორია
რედაქტირებაწერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წარმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 1937 წლამდე ეწოდებოდა ენუქიძე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს[7]. საბჭოთა პერიოდში ამბროლაურის საქალაქო საბჭო მოიცავდა ასევე სოფლებს ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი და ძირაგეული. 2014-2017 წლებში გამოყოფილი იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. მოქმედებდა საშენი მასალის და ხის საწარმოები, სამკერვალო, საკონდიტრო, ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, კინოთეატრი. სრულდებოდა საჰაერო რეისები თბილისი-ამბროლაური.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2047 ადამიანი.
აღწერის წელი[8] | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1939 | 1104 | -- | -- |
1959 | 3043 | -- | -- |
1970 | 2317 | -- | -- |
1979 | 2639 | -- | -- |
1989 | 2933 | -- | -- |
2002[9] | 2541 | -- | -- |
2014[1] | 2047 | 959 | 1088 |
2020 (შეფასება) | 2013 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 352.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ 1944 წლის 4 სექტემბერის საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანება ქალაქად გარდაქმნის შესახებ
- ↑ Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.