ალექსანდრე სტოლეტოვი

ალექსანდრე სტოლეტოვი (რუს. Алекса́ндр Григо́рьевич Столе́тов; დ. 29 ივლისი, 10 აგვისტო, 1839, ვლადიმირი — გ. 16 მაისი, 1896, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. გენერალ ნიკოლოზ სტოლეტოვის ძმა.

ალექსანდრე სტოლეტოვი
დაბ. თარიღი 29 ივლისი (10 აგვისტო), 1839[1] ან 10 აგვისტო, 1839(1839-08-10)[1]
დაბ. ადგილი ვლადიმირი[2]
გარდ. თარიღი 16 (28) მაისი, 1896 (56 წლის), 15 (27) მაისი, 1896[1] (56 წლის) ან 27 მაისი, 1896(1896-05-27)[1] (56 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია Q19691959?
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი, ინჟინერი და უნივერსიტეტის პროფესორი[3]
მუშაობის ადგილი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და Q4113253?
განთქმული მოსწავლეები ალექსეი სოკოლოვი, ნიკოლოზ ზვორიკინი, ვლადიმერ მიხელსონი და დიმიტრი გოლდჰამერი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე გრიგორის ძე სტოლეტოვი დაიბადა 1839 წლის 29 ივლისს, ღარიბი ვაჭრის ოჯახში. 1849-1856 წლებში სწავლობდა ვლადიმირის გიმნაზიაში, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, იგი სასწავლებლად წავიდა მოსკოვის ფიზიკა-მათემატიკის უნივერსიტეტში, სადაც ლექციებს უკითხავდა მიხეილ სპასკი. 1860 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, ორ�� წლის შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც დაიწყო მუშაობა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში კირხჰოფის, ხოლო გეტინგენში - ვებერის ხელმძღვანელობით. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა მოსკოვის უნივერსიტეტში. ემხადებოდა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად მაგნეტიზმში, ისევ გაემგზავრა საზღვარგარეთ, რათა კირხჰოფის ლაბორატორიაში მოემზადებინა თემის ექსპერიმენტული ნაწილი. ამ ნაშრომის შედეგებს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ელექტროტექნიკისათვის.

ალექსანდრე სტოლეტოვის შრომები

რედაქტირება

სტოლესტოვს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფოტოეფექტის მოვლენაზე გამოკვლევებმა, რომლებსაც აწარმოებდა 1888-1890 წლებში. მისი ნაშრომები მაგნეტიზმში ელექტრული მანქანების გაანგარიშების საფუძველი გაზდა. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა პედაგოგიურ მოღვაწეობას და რუსეთში განათლებისა და მეცნიერების განვითარებისაკენ მიმართულ საქმიანობას. საკუთარი გამოცდილებისა და საზღვარგარეთ ნანახის საფუძველზე მან იცოდა, რომ ექსპერიმენტიდან მოწყვეტით ფიზიკის ნაყოფიერი შესწავლა არ შეიძლება. ამიტომ ძალასა და დროს არ იშურებდა მოსკოვის უნივერსიტეტთან კარგად აღჭურვილი ფიზიკური ლაბორატორიის შექმნისათვის. ასეთი ლაბორატორია სტოლეტოვის წყალობით ჩამოყალიბდა 1870 წელს.

ალექსანდრე ტოლესტოვი ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას. 1882 წელს ხელმძღვანელობა გადასცა თავის მოსწავლეს ა. პ. სოკოლოვს.უნივერსიტეტის სტოლეტოვისეულ ლაბორატორიაში სტუდენტური პრაქტიკუმის გარდა ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბევრი ცნობილი რუსი მეცნიერის, მათ შორის ლებედევის მიერ. სტოლეტოვის ლაბორატორიაში ხორციელდებოდა ცნობილი ცდები ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედებაზე და იქ დაწყებულმა გამოკვლევებმა მიგვიყვანა მყარ სხეულებზე სინათლის წნევის აღმოჩენამდე.

ალექსანდრე სტოლეტოვი მეცნიერული, მეცნიერულ-კრიტიკული შრომების და სახელმძღვანელოების ავტორია. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი სახელმძღვანელო „აკუსტიკისა და ოპტიკის შესავალი“. გარდა ამისა ამ გამოჩენილმა ფიზიკოსმა დაწერა მეცნიერულ-პოპულარული ნაშრომებიც. ალექსანდრე სტოლეტოვი მიეკუთვნებოდა პროგრესულ ინტელიგენციას და კრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის იმდროინდელი წყობილებისადმი, რის გამოც მეფის ხელისუფალთა წყრომა დაიტეხა თავს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდი მეცნიერი, შესანიშნავი პროფესორი და კეთილშობილი ადამიანი მეცნიერებათა აკადემიის წევრთა რიგებში არ მიიღეს. ალექსანდრე სტოლეტოვი მონაწილეობდა სხვადასხვა მეცნიერული საზოგადოების მუშაობაში, აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციებშიც. მისი წინადადებით ელექტრონული წინაღობის ერთეულად მიღებულ იქნა ომი.

1891 წელს მიიღო დამსახურებული პროფესორის წოდება. ალექსანდრე სტოლეტოვი გარდაიცვალა 1896 წლის 16 მაისს, მოსკოვში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 573.
  • რ. სობესიაკი, დიდი ფიზიკოსები, გვ., 76-78, თბილისი, 1978

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება