აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
აბანო[2][3] — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, (კობის თემში).[4] მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 28 კილომეტრით. სოფლის განაპირას მდებარეობს ზაკაგორის ნასოფლარი და ზაკაგორის კოშკები.
ისტორია
რედაქტირებააბანო თრუსოს ხეობის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ფაქტობრივად, ამ ხეობის ცენტრი. სოფელზე გადიოდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი განშტოება. აბანოს მოსახლეობა ძველთაგანვე ქართუ��ი იყო. XVII საუკუნიდან შეერია ოსური წარმომავლობის ელემენტი. ადრინდელ შუა საუკუნეებში აბანო წანართის ხევში შედიოდა. XIV საუკუნიდან ქსნის ერისთავებს ემორჩილებოდა, ხოლო XVI–XVIII საუკუნეებში არაგვის საერისთავოს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ჯერ ანანურის, შემდგომ დუშეთის მაზრის მთის ოლქის გამგეობაში იყო. აბანო შუა საუკუნეებში, როგორც თრუსოს ხეობის ცენტრი და აქ გამავალი გზის დამცველი, გარკვეულ სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 3 ადამიანი ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[5] | 121 | 51 | 70 |
1989 | 18 | - | - |
2002[6] | 0 | 0 | 0 |
2014[4] | 3 | 1 | 2 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 13.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 436.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=2152&lang=geo
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრ��ფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ 4.0 4.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II