კარიბის ზღვა
ზღვა
კარიბის ზღვა -- ტროპიკული ზღვა დასავლეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის ნაწილი, მექსიკის ყურის სამხრეთით. სამხრეთით შემოიფარგლება სამხრეთ ამერიკით, დასავლეთით ცენტრალური ამერიკით, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ანტილებით: დიდი ანტილის კუნძულებით - კუბა, ჰაიტი, იამაიკა და პუერტო-რიკო ჩრდილოეთით, და მცირე ანტილიის მრავალრიცხოვანი კუნძულებით აღმოსავლეთით. კარიბის ზღვა, მიმდებარე კუნძულებითა და სანაპიროებით ცნობილია როგორც კარიბები.
კარიბის ზღვა ერთ-ერთი უდიდესი მლაშე წყლის ზღვაა 2,754,000 კმ² ფართობით. ზღვის ყველაზე ღრმა წერტილია კაიმანის ღრმული იამაიკასა და კუბას შორის (7,686 მ).