პოდოლსკის მაღლობი

19:55, 18 აგვისტო 2009-ის ვერსია, Jaba1977 (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: thumb|300px|პოდოლსკის მაღლობი '''პოდოლსკის მაღლო...)

პოდოლსკის მაღლობი — მაღლობი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში. მაღლობი გადაჭიმულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიმაღლე ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში 380-320 მ, ხოლო სამღრეთ-აღმოსავლეთში 220-130 მ. უმაღლესი მწვერვალია - მთა კამპულა (471 მ). ვოლინსკის მაღლობთან ერთად ქმნის ვოლინ-პოდოლსკის მაღლობს.

პოდოლსკის მაღლობი

გეოგრაფია

პოდოლსკის მაღლობი მდებარეობს მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე: ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, ვინიცისა და ნაწილობრივ ოდესის ოლქებში. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება დნეპრისპირეთის მაღლობი, საზღვარი გადის მდინარე სამხრეთი ბუგის ხეობაზე.