ეგორ კოვალევსკი
ეგორ კოვალევსკი (დ. 6 (18) თებერვალი 1809, სხვა წყაროების მიხედვით 1811, სოფელი იაროშევკა, ხარკოვის გუბერნია — გ. 20 სექტემბერი (2 ოქტომბერი), 1868 წ. სანკტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერიაში მოღვაწე უკრაინელი მოგზაური, გეოლოგი, არქეოლოგი, პოეტი, მწერალი, დრამატურგი, დიპლომატი, აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერი, სახელმწიფო მოხელე. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1857), ლიტერატურული ფონდის პირველი თავმჯდომარე (1859 წლიდან).
ეგორ კოვალევსკი | |
---|---|
ეგორ კოვალევსკი. 1856 წ. სერგეი ლევიცკის ფოტოგრაფია. | |
დაბადების თარიღი |
19 თებერვალი 1809 სოფევკა, ხარკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
2 ოქტომბერი 1868 (59 წლის) სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მოგზაური, დიპლომატი, აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი, მწერალი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაეგორ კოვალევსკი დაიბადა 1809 წლის 6 (18) თებერვალს ხარკოვის გუბერნიის სოფელ იაროშევკაში (ახლანდელი უკრაინა), სასამართლოს მრჩევლის პეტრე ივანოვიჩ კოვალევსკის ოჯახში.
1825—1828 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე (1805 წელს დააარსა მისმა ბიძამ ვ. კარაზინმა), რომლის დამთავრების შემდეგ 1829 წელს დაიწყო მუშაობა სამთო დეპარტამენტში. ეგორი, უფროსი ძმის ევგრაფის მაგალითზე, დაინტერესდა გეოლოგიით, ესწრებოდა ლექციებს სამთო კადეტთა კორპუსში. 1830 წელს მიიღო სამთო ინჟინრის წოდება. 1837 წლამდე მუშაობდა ალტაის და ურალის ქარხნებში. ციმბირში 1837 წლისთვის კოვალევსკიმ გახსნა 4 ოქროს მაღარო და მიიღო კაპიტნის წოდება.[1]
ჩერნოგორიის მისია
რედაქტირებაXIX საუკუნეში ბევრი ქვეყანა ოქროს ახალი საბადოების ძიებით იყო დაკავებული, რომელთა შორის, ოქროს მოპოვებაში პირველი ადგილი რუსეთის იმპერიას ეკავა. 1837 წელს, მონტენეგროელი ლორდის, პეტრე ნეგოშის თხოვნით, ეგორ კოვალევსკი მონტენეგროში გაგზავნეს ოქროს მაძიებლად. იქ კოვალევსკის მონაწილეობა უნდა მიეღო ავსტრიელებთან სასაზღვრო შეტაკებებში. გააცნობიერა, რომ ამის გამო შესაძლოა დასჯილიყო რუსეთში დაბრუნებისთანავე, მან, მთავარ ა. გორჩაკოვის რეკომენდაციით, დეტალური ახსნა-განმარტება წარუდგინა ნიკოლოზ I-ს. [2][3]
ეგორ კოვალევსკიმ მოგვიანებით დაწერა წიგნი "ოთხი თვე მონტენეგროში".
ხივის ლაშქრობა
რედაქტირება1839 წელს მან მონაწილეობა მიიღო გრაფ ვ. პეროვსკის მიერ ორგანიზებულ ხივის ლაშქრობაში, სადაც მთავარი რაზმიდან მოწყვეტილი, რამდენიმე მამაც მეომართან ერთად უნდა გამაგრებულიყო ძველ ციხესიმაგრეში და გაეძლო მტრის ხანგრძლივი ალყისთვის, მიერთვა მხოლოდ ცხენის ხორცი.
ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში
რედაქტირება1847 წელს მუჰამედ ალი-ფაშამ მიიწვია ეგვიპტეში ოქროს საბადოების მოსაძებნად. ეგვიპტეში გამგზავრებისას კოვალევსკიმ მიიღო ინსტრუქციები სამთო ინჟინრების კორპუსის შტაბიდან.
გარდა ამისა, რუსეთის გენერალურმა კონსულმა კაიროში, ა. ფოკმა მიიღო ინსტრუქცია, რომელიც შედგენილი იყო კონსტანტინოპოლში რუსეთის წარმომადგენლის, ვ. ტიტოვის მიერ, რომლის მიხედვითაც კოვალევსკის უნდა შეეგროვებინა „ღირებული მოკლე ინფორმაცია მუჰამედ ალი-ფაშას მიერ დაგეგმილი დიდი სამუშაოების შესახებ, მათ შორის ნილოსის კაშხალზე, სუეცის არხზე და სხვა“; ასევე ვარაუდობდნენ, რომ ექსპედიცია შეაგროვებდა „საინტერესო და ღირებულ ინფორმაციას, ეგვიპტეში ფართოდ გავრცელებულ მონებით ვაჭრობაზე, ქვეყნის შიგნით და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აბისინიასა და შუა არაბეთის ქვეყნებთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე“.[4][5]
1847-1848 წლებში კოვალევსკიმ ჩაატარა გეოლოგიური კვლევა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც მან ერთ-ერთმა პირველმა მიუთითა თეთრი ნილოსის (ბაჰრ ალ-აბიად) სათავეების სწორი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მოგვიანებით დადასტურდა. გარდა ამისა, კოვალევსკის წიგნში „მოგზაურობა შიდა აფრიკაში“ (სანქტ-პეტერბურგი, 1849; მე-2 გამოცემა 1872) დეტალურადაა აღწერილი აბისინია. კოვალევსკიმ მის მიერ შეგროვებული მასალის საფუძველზე შეადგინა აღმოსავლეთ სუდანისა და აბისინიის რუკა (OR RNB. F. 356, No. 57), რომელიც გამოაქვეყნა 1849 წელს.[6] გარდა ამისა, მან შეისწავლა ნილოსზე და ზემო ნილოსის ნათესების ირიგაციის მეთოდი: რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში დაცულია კოვალევსკის მიერ გამოუქვეყნებელი ფერადი ნახატი, რომელიც ასახავს ნილოსის წყლის ადიდებას, განმარტებითი წარწერებით ფრანგულ ენაზე (OR RNB. F. 356, No. 55, fol. 49-50). მან გამოიკვლია მდინარე ტუმატი, რომლის არხის მდებარეობა ზუსტად არ იყო განსაზღვრული (რუქებზე ეს წერტილოვანი ხაზით იყო მითითებული), სადაც აღმოაჩინა ოქროს საბადოები. კოვალევსკიმ მხარი დაუჭირა მასაუაში რუსეთის გენერალური კონსულის დანიშვნას სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით ინდოეთთან და წითელი ზღვის პორტებთან სუეცის საშუალებით და არა საზღვაო გზით კეთილი იმედის კონცხის გავლით, ასევე ხელსაყრელი ვაჭრობის განვითარებისთვის ეგვიპტესთან და წითელი ზღვის პორტებთან. თავის ჩანაწერებში ეგორ კოვალევსკიმ აღწერა ზანგი ტომების ცხოვრება, რომლებსაც შეხვდა მოგზაურობისას. მეცნიერი აღშფოთებული იყო რასისტების და მონათვაჭრების მიერ მონობაში მყოფი შავკანიანი მოსახლეობის მდგომარეობით.[7]
ჩინეთში
რედაქტირებაეგორ კოვალევსკი 1849 წელს თან ახლდა სასულიერო მისიას პეკინში. მისი დაჟინებული მოთხოვნით შეიცვალა საქარავნო გზა. თითქმის გაუვალი არგალინის ქვიშიანი გზის ნაცვლად, შესაძლებელი გახდა ქარავნებს მოხერხებული "სავაჭრო გზით" ევლოთ, რამაც ფასდაუდებელი კომფორტი მოუტანა ვაჭრობას და გაამდიდრა გეოგრაფიული ცოდნა მონღოლეთის შესახებ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო 1851 წელს კოვალევსკის მეშვეობით დადებული კულიჯინის ტრაქტატი, რამაც ხელი შეუწყო რუსეთში ვაჭრობის განვითარებას დასავლეთ ჩინეთთან და საფუძვლად დაედო მდინარე ილის გაღმა რეგიონში რუსეთის გავლენის შემდგომ გაფართოებას.
მონაწილეობა ყირიმის ომში
რედაქტირებაკოვალევსკიმ მონაწილეობა მიიღო ყირიმის ომში (1853-1855), მათ შორის სევასტოპოლის დაცვაში. 1853 წლის დასაწყისში, როდესაც ომერ- ფაშა თავს დაესხა ჩერნოგორიელებს, კოვალევსკი კომისრად გაგზავნეს მონტენეგროში. სევასტოპოლის ალყის დროს კოვალევსკი 1855 წლის ოქტომბრამდე დარჩა მთავარ მ. გორჩაკოვის შტაბში და აგროვებდა ალყის ისტორიის მასალებს.
კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტირება1856 წელს მთავარმა ა. გორჩაკოვმა კოვალევსკის მიანდო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის მართვა (რომელსაც ხელმძღვანელობდა 1861 წლამდე). 1861 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდებით დაინიშნა სენატორად და საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრად.
1856—1862 წლებში გახლდათ რუსეთის იმპერიული გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე. ამ პოსტზე ყოფნისას მან მხარი დაუჭირა ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნე ჩოკან ვალიხანოვს.
1856 წლიდან იყო წევრ-კორესპონდენტი, 1857 წლიდან — პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. ეგორ კოვალევსკიმ სიცოცხლის მანძილზე 10 დიდი მოგზაურობა განახორციელა, გამოქვეყნდა მისი 100-მდე ნამუშევარი, რამდენიმე რუკა.
ეგორ კოვალევსკი გარდაიცვალა 1868 წლის 20 სექტემბერს (2 ოქტომბერს) პოეტმა ფ. ტიუტჩევმა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერა ლექსი „ე. კოვალევსკის ხსოვნას“.[8]
ლიტერატურული საქმიანობა
რედაქტირებაკოვალევსკიმ ლიტერატურული მოღვაწეობა ძალიან ადრე დაიწყო. 1832 წელს გამოაქვეყნა ლექსები, ასევე წერდა რომანებს და მოთხრობებს, მაგრამ პოპულარობა მოუტანა ნარკვევებმა მოგზაურობაზე ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში. მისი სადებიუტო წიგნები პოეზიაში იყო: „ფიქრები ციმბირზე“ (სანქტ-პეტერბურგი, 1832) და 5 მოქმედებიანი ტრაგედია: „მართა პოსადნიცა“ (სანქტ-პეტერბურგი, 1832 წ.), მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, პოეზია არ გახლდათ მისი მოწოდება, პროზაზე გადაერთო. მოგზაურობებმა და ისტორიულმა გამოკვლევებმა მისცა მრავალფეროვანი მასალა რამდენიმე წიგნისთვის, რომლებიც ერთ დროს ინტერესით იკითხებოდა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა. მათგან აღსანიშნავია: „ოთხი თვე მონტენეგროში“ (ნახატით და რუკით, პეტერბურგი, 1841წ.); „ხმელეთსა და ზღვებზე მოხეტიალე“ (3 ნაწილი, პეტერბურგი, 1843-1845); „მოგზაურობა ჩინეთში“ (2 ნაწილი, პეტერბურგი, 1853 წ.); „გრაფი ბლუდოვი და მისი დრო. იმპერატორ ალექსანდრე I-ის მეფობა“ (სანქტ-პეტერბურგი, 1866 წ.); "ომი თურქეთთან და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაწყვეტა 1853 და 1854 წლებში." (სანქტ-პეტერბურგი, 1866).
ხსოვნა
რედაქტირებასოფელ იაროშივკას სოფლის კლუბში არის ოთახი-მუზეუმი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი თანამემამულის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
ოჯახი
რედაქტირება- ძმა — ევგრაფი კოვალევსკი
- ძმა — პეტრე კოვალევსკი
- ძმისშვილი — პ.კოვალევსკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ковалевский, Егор Петрович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907. (რუს.)
- Вальская Б. А. Новые материалы о путешествии Е. П. Ковалевского в Египет, Восточный Судан и Западную Эфиопию Архивная копия от 22 июня 2020 на Wayback Machine / Страны и народы Востока: География, этнография, история. Вып. IV / под ред. акад. В. В. Струве и А. В. Королёва; Восточная комиссия Географического общества СССР; Академи�� наук. — Москва: Наука, 1965. — С. 180—197. (რუს.)
- Густерин П. В. Е. П. Ковалевский — дипломат и востоковед // Вопросы истории. — 2008. — № 8.(რუს.)
- Остен-Сакен Ф. Слово в память Егора Петровича Ковалевского, произнесенное в географическом обществе // Русский Инвалид. 1868, № 147.(რუს.)
- Кублицкий Г. И. По материкам и океанам: Рассказы о путешествиях и открытиях. — М.: Детгиз, 1957. — 328 с. — (Школьная библиотека). — 100 000 экз. (в пер.) (რუს.)
- Н. Ф. Сербіна. Ковалевський Єгор Петрович // Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т. /Редкол.:Л. В. Губерський (голова) та ін. — К: Знання України, 2004 — Т.1 — 760с. ISBN 966-316-039-X (უკრ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Краткая история рода Ковалевских . pgulina.com. ციტირების თარიღი: 12 сентября 2012. დაარქივებულია 28 მარტი 2012 .(რუს.)
- ↑ "Golden Messenger" of Russia (biography) @ Yandex (რუს.)
- ↑ B. A. Valiskaya, Путешествие Егора Петровича Ковалевского, 1956 pp.96—98 (რუს.)
- ↑ Егор Петрович Ковалевский и Северо-Восточная Африка by E. V. Gusanova @ the National Library of Russia. (რუს.)
- ↑ Инструкция русского посланника в Константинополе В. П. Титова, данная генеральному русскому консулу в Каире А. М. Фоку 12/24 декабря 1847 г. в связи с экспедицией Е. П. Ковалевского в Африку / ГПБ. Ф. 356, № 55, лл. 23—25, копия на французском языке. (რუს.)
- ↑ Записка Е. П. Ковалевского «Нынешнее политическое и торговое состояние Восточного Судана и Абиссинии» / ЦГИАЛ. Ф. 44, оп.2, № 953, 1847, лл. 210—216.(რუს.)
- ↑ «Проект торговли России с Египтом и берегами Чермного моря», составленный Е. П. Ковалевским / ЦГИАЛ. Ф. 44, оп. 2, № 953, лл. 204—209, копия.(რუს.)
- ↑ Biographies of Kovalevsky @ Ha Завалинке (რუს.)